კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვიქტორ ორბანი - უნგრეთს არ შეუძლია, მხარი დაუჭიროს ევროკავშირის ახალ სანქციებს

ნახვები: 507 ვიქტორ ორბანი - უნგრეთს არ შეუძლია, მხარი დაუჭიროს ევროკავშირის ახალ სანქციებს

უნგრეთს არ შეუძლია, მხარი დაუჭიროს ევროკავშირის ახალ სანქციებს დღევანდელი ფორმით, რომელიც ნავთობის იმპორტზე ემბარგოს მოიცავს, – „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

ორბანის თქმით, ევროკომისიის ამჟამინდელი შეთავაზება რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის თაობაზე, იქნება უნგრეთის ეკონომიკაზე „ჩამოგდებული ატომური ბომბი“ და აქვე დაამატა, რომ ოფიციალური ბუდაპეშტი მზადაა მოლაპარაკებისთვის, თუ დაინახავს ახალ წინადადებას, რომელიც უნგრეთის ინტერესებს დააკმაყოფილებს.

უნგრელი ლიდერის განცხადებით, მის ქვეყანას დასჭირდება ხუთი წელი, რომლის შემდეგ განახორციელებს უზარმაზარ ინვესტიციებს თავის გადამამუშავებელ ქარხნებსა და მილსადენებში, რათა მისი ამჟამინდელი სისტემის გარდაქმნა შეძლოს, რომელიც დაახლოებით 65%-ით რუსულ ნავთობს ეყრდნობა.

„ზუსტად ვიცით, რა გვჭირდება, პირველ რიგში ხუთი წელი გვჭირდება, რომ მთელი ეს პროცესი დასრულდეს. 1-1,5 წელი საკმარისი არაფრისთვის არ არის“, – განაცხადა ორბანმა და დაამატა, რომ უნგრეთს ასევე დასჭირდება დიდი ინვესტიციები გადამამუშავებელ ქარხნებსა და გადაზიდვის სისტემაში, რათა არარუსული ნავთობის იმპორტი დაუშვას.

მისივე თქმით, ოფიციალური ბუდაპეშტი კომისიის ახალ წინადადებას ელის.

„მე არ მინდა ევროკავშირთან დაპირისპირება, არამედ მსურს თანამშრომლობა, მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჩვენს ინტერესებს გაითვალისწინებენ“, – აღნიშნა ორბანმა.

ორბანმა აქვე დაამატა, რომ უნგრეთი მხარს არ დაუჭერს რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის პატრიარქ კირილის „შავ სიაში“ შეყვანას, რადგან ეს არის „რელიგიური თავისუფლების საკითხი“.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა გაიმეორა ოფიციალური ბუდაპეშტის პოზიცია იმაზე, რომ არ გაგზავნის იარაღს მეზობელ უკრაინაში, რადგან მისი თქმით, ეს გადაზიდვები გახდება რუსული შეტევის სამიზნე იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც უკრაინის დასავლეთ საზღვრის მიღმა რაიონებში ეთნიკური უნგრელები ცხოვრობენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა