კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მუშაობის საშუალება მისცენ სენაკის საკრებულოს და მზად ვიქნებით, ბათუმში მათი წევრის უფლებამოსილების ცნობა მოხდეს-დაუშვილი

ნახვები: 497 მუშაობის საშუალება მისცენ სენაკის საკრებულოს და მზად ვიქნებით, ბათუმში მათი წევრის უფლებამოსილების ცნობა მოხდეს-დაუშვილი

მახინჯი კანონის მიღების ნაცვლად, „ქართულ ოცნებას“ ვთავაზობთ, სენაკის საკრებულოს მისცენ მუშაობის საშუალება და მზად ვიქნებით, ბათუმის საკრებულოც გახდეს სრულად ფუნქციონირებადი, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი სენაკის საკრებულოს ფუნქციონირებას ბლოკავს.

„ქართული ოცნება“ მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოდ ძალაუფლების მითვისებას განაგრძობს. ბათუმის საკრებულოს მუშაობა ჯერ დაწყებული არ არის, რადგან შუალედურ არჩევნებში არჩეული მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა ვერ ხდება. გახსოვთ, რა ხდება სენაკის საკრებულოში, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ პროცედურული ომი გამოგვიცხადა, რაც მათივე სიტყვებია. მმართველი გუნდი სენაკის საკრებულოს ფუნქციონირებას ბლოკავს. მეტიც, ამ მიზნებისთვის სასამართლოს მიმართეს. მერამდენე თვეა, სენაკის საკრებულოს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. მახინჯი კანონის მიღების ნაცვლად, რომელიც დამოკიდებულებაა – მოქალაქეების ნება ფეხებზე გვკიდია, მათ მარტივ რაღაცას ვთავაზობთ – სენაკის საკრებულოში პროცედურული ომი დაამთავრონ, საკრებულოს მუშაობის საშუალება მისცენ და ჩვენ მზად ვიქნებით, ბათუმის საკრებულოს მუშაობაში მონაწილეობა მივიღოთ და ბათუმის საკრებულოც გახდეს სრულად ფუნქციონირებადი, მათ შორის შუალედური არჩევნებით არჩეული მათი წევრის უფლებამოსილების ცნობა მოხდეს და პროცესი ასე დასრულდეს“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა