კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვმუშაობთ დიპლომატიური საშუალებებით „აზოვსტალში“ მყოფი სამხედროების გადარჩენისთვის-ზელენსკი

ნახვები: 546 ვმუშაობთ დიპლომატიური საშუალებებით „აზოვსტალში“ მყოფი სამხედროების გადარჩენისთვის-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ გავლენიანი შუამავლები და სახელმწიფოები იმ უკრაინელი სამხედროების გადარჩენაში მონაწილეობენ, რომლებიც მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხანაში თავს იცავენ.

ამის შესახებ უკრაინელმა ლიდერმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„ჩვენ ვაგრძელებთ საევაკუაციო მისიას მარიუპოლიდან, კონკრეტულად კი „აზოვსტალიდან“, გაერო-სა და „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ შუამავლობით. დღის განმავლობაში ჩვენმა გუნდმა 40-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის, ქალებისა და ბავშვების გადარჩენა შეძლო. იმედი გვაქვს, ორთვიანი დაბომბვების შემდეგ, ისინი მალე შეძლებენ უსაფრთხო ზონაში ჩასვლას. ჩვენ ასევე ვმუშაობთ დიპლომატიური საშუალებებით ჩვენი სამხედროების გადარჩენისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ „აზოვსტალში“ არიან. ჩართული არიან გავლენიანი შუამავლები, გავლენიანი სახელმწიფოები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა