საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

ბლინკენი - პუტინი ცდილობს, დაამახინჯოს ისტორია

ნახვები: 519 ბლინკენი - პუტინი ცდილობს, დაამახინჯოს ისტორია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ისტორიის დამახინჯებას ცდილობს, უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის გასამართლებლად. ამის შესახებ აღნიშნულია ევროპაში გამარჯვების დღის 77 წლისთავისადმი მიძღვნილ განცხადებაში, რომელსაც ბლინკენი ავრცელებს.

„რადგან ევროპაში ისევ მძვინვარებს ომი, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სიმტკიცე და წინააღმდეგობა გავუწიოთ მათ, ვინც ახლა ცდილობს ისტორიული მეხსიერებით მანიპულირებას საკუთარი ამბიციების წარმატებისთვის. ნაცისტებზე მოკავშირეთა გამარჯვება პატივცემული უნდა იყოს, როგორც კოლექტიური გმირობისა და მსხვერპლის მიღწევა. პრეზიდენტი პუტინი ცდილობს, დაამახინჯოს ისტორია, რათა გაამართლოს თავისი არაპროვოცირებული და სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ. ისინი, ვინც იკვლევენ წარსულს, იციან, რომ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინის მამაცი ხალხი განასახიერებენ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულთა სულს. ისინი გაბედულად იცავენ თავიანთ ქვეყანას, მათ დემოკრატიასა და უკრაინის სამართლიან მომავალს ერთიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპაში“, – ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულების აღსანიშნავად, დაღუპულთა წინაშე ყველას წმინდა მოვალეობას წარმოადგენს წარსულის შესახებ სიმართლის ლაპარაკი და მხარდაჭერა თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა