კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვახო სანაიას საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ნახვები: 340 ვახო სანაიას საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ჟურნალისტ ვახო სანაიას საქმეზე ბრალდებული, თბილისის სქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა, მოსამართლე გიორგი კურატიშვილმა, სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა, ბრალდებულების პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით. პროკურორების მტკიცებით, არსებობს რისკი იმის შესახებ, რომ დაკავებულებმა შეიძლება კვლავ ჩაიდინონ განმეორებითი დანაშაული.

ჟურნალისტის პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მომღერალი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) და ვატო შაქარიშვილი იმყოფებოდნენ, რომლებმაც ბრალდებულების თავისუფლების სანაცვლოდ, სასამართლოს თავიანთი თავდებობა შესთავაზეს თუმცა, მათი მოთხოვნა არ იქნა გათვალისწინებული.

,,მაქვს განცდა, რომ თუ ეს შუამდგომლობა დაკამაყოფილდება, ამ ადამიანებთან დაკავშირებით ავიღო პირადი პასუხისმგებლობა, მოგეხსენებათ თბილსის პატარა ქალაქია დ მე კარგად ვიცნობ დაკავებულების ოჯახებს თუმცა, პირადი ნაცნობობა სულაც არ არის საჭირო იმისთვის, რომ მათი უდანაშაულობა ვირწმუნო," - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა სასამართლო პროცესზე.

სასამართლო პროცესს, ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა.

,,სასამართლომ სამივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. მომდევნო სხდომა მაისში გაიმარტება. ის რაღაც ხელმოწერები მოსამართლემ არ მიიღო მხედველობაში," - წერს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა 2021 წლის 24 თებერვალს მოხდა, როდესაც ის მანქანაში მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. სანაიას თქმით, შემთხვევა, მის ჟურნალისტურ საქმიანობასთან პირდაპირ კავშირში იყო. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა