კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ქართული პოეზიის დღის აღსანიშნავად, თბილისის საკრებულოში, პოეტ ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

ნახვები: 490 ქართული პოეზიის დღის აღსანიშნავად, თბილისის საკრებულოში, პოეტ ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

თბილისის საკრებულოში, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თინათინ ნიბლოშვილის ინიციატივით, ქართული პოეზიის დღის აღსანიშნავად, პოეტ ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ქართული პოეზიის დღე "ცისფერყანწელების" ინიციატივით, 1920 წლის 7 მაისს დაფუძნდა.

ტარიელ ხარხელაურმა ღონისძიების ორგანიზატორებს მისი შემოქმედების დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი და მოწვეული სტუმრები.

შემოქმედებით საღამოზე, პოეტებმა და მწერლებმა, ტარიელ ხარხელაურის ლექსები წაიკითხეს და მისი შემოქმედების შესახებ ისაუბრეს. ღონისძიების დასასრულს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა, პოეტ ტარიელ ხარხელაურს საკრებულოს სახელით მადლობის სიგელი გადასცეს. პოეტმა მისი შემოქმედებითი საღამოს ბანერზე სამახსოვრო ავტოგრაფი დატოვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა