საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

ხორვატიის პრემიერ-მინისტრი - მუდმივად ვუჭერდით მხარს უკრაინას

ნახვები: 463 ხორვატიის პრემიერ-მინისტრი - მუდმივად ვუჭერდით მხარს უკრაინას

ხორვატია მუდმივად უჭერდა მხარს უკრაინას პოლიტიკური, დიპლომატიური, სამართლებრივი, ფინანსური, ჰუმანიტარული და ტექნიკური თვალსაზრისით, გავაგრძელებთ ამ დახმარებას, – ამის შესახებ კიევში ვიზიტით მყოფმა ხორვატიის პრემიერმა, ანდრეი პლენკოვიჩმა უკრაინის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხორვატია დიდად აფასებს უკრაინელი ხალხის მდგრადობას და წინააღმდეგობას.

„ხორვატია მუდმივად უჭერდა მხარს უკრაინას პოლიტიკური, დიპლომატიური, სამართლებრივი, ფინანსური, ჰუმანიტარული და ტექნიკური თვალსაზრისით. ჩვენ გავაგრძელებთ ამ დახმარების გაწევას. აშკარად ვაცნობიერებთ, რომ ამას ვაკეთებთ როგორც ქვეყანა, რომელიც ყოველთვის იყო დარწმუნებული, რომ ჩვენ ვართ სწორ მხარეს, ეთიკურად სწორ მხარეს. ჩვენ მხარი დავუჭირეთ სანქციების წინა ხუთ პაკეტს და ახლა ვთანამშრომლობთ მეექვსე პაკეტთან დაკავშირებითაც“, – განაცხადა პლენკოვიჩმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა