ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ევროკავშირმა უნდა იფიქროს, რომ რუსეთის გაყინული სავალუტო რეზერვები უკრაინის აღდგენისთვის გამოიყენოს-ჯოზეფ ბორელი

ნახვები: 306 ევროკავშირმა უნდა იფიქროს, რომ რუსეთის გაყინული სავალუტო რეზერვები უკრაინის აღდგენისთვის გამოიყენოს-ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირმა უნდა იფიქროს, რომ რუსეთის გაყინული სავალუტო რეზერვები უკრაინის აღდგენისთვის გამოიყენოს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა ჯოზეფ ბორელმა, გამოცემა „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ბორელის თქმით, აშშ-მა ავღანეთის ცენტრალური ბანკის რეზერვების მილიარდობით დოლარზე აიღო კონტროლი, რათა სხვა საკითხებთან ერთად გადაეხადა ტერორიზმის მსხვერპლთა კომპენსაცია, ქვეყნისთვის ჰუმანიტარული დახმარება და მსგავს რამეზე ფიქრი სრულიად მიზანშეწონილი იქნებოდა რუსეთთან მიმართებაში.

„თანახმა ვიქნებოდი, რადგან ეს სრულიად ლოგიკურია. ფული გვაქვს და ვინმემ ამიხსნას, რატომ არის კარგი ავღანეთის ფულით ამის გაკეთება, რუსული ფულით კი არა“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ომის დაწყებიდან, ევროკავშირმა და დასავლეთის სხვა ქვეყნებმა რუსეთის ცენტრალური ბანკის ოქროსა და სავალუტო რეზერვების დაახლოებით 300 მილიარდი დოლარი გაყინეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა