საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

არ მგონია, ვინმემ შეძლოს სააკაშვილზე პასუხისმგებლობის აღება-ირაკლი კობახიძე

ნახვები: 500 არ მგონია, ვინმემ შეძლოს სააკაშვილზე პასუხისმგებლობის აღება-ირაკლი კობახიძე

არ მგონია, ვინმემ შეძლოს სააკაშვილზე პასუხისმგებლობის აღება, როგორც ჩანს, ვიღაცებს ჰქონდათ აღებული, მაგრამ ტრაილერით მაინც შემოვიდა საქართველოში, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. მან კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიხეილ სააკაშვილის თავდებობასთან დაკავშირებით გავრცელებულ გეგმაზე.

„იუსტიციის სამინისტრომ გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება, ყველაფრით არის უზრუნველყოფილი მიხეილ სააკაშვილი, მათ შორის სათანადო კვებით, სამედიცინო მომსახურებით. თუ ის გადაწყვეტს თვითდაზიანებას, ეს არის მთლიანად მისი პასუხისმგებლობა და ცალსახად შეიძლება, ითქვას, რომ ვერავითარ შემთხვევაში თვითდაზიანება ვერ გახდება მისი ვერც გათავისუფლების, გადაყვანის ან სხვა ზომის გამოყენების საფუძველი, ეს არის ცალსახა.

გახსოვთ, თავის დროზე წამებაზე იყო საუბარი და მერე ამასთან დაკავშირებით სტრასბურგში სარჩელის შეტანაც კი ვერ გაბედეს, მარტივი მიზეზის გამო, არანაირ წამებაზე საუბარი არ შეიძლება, იყოს.

მე არ მგონია, ვინმემ შეძლოს სააკაშვილზე პასუხისმგებლობის აღება. როგორც ჩანს, მასზე ჰქონდათ ვიღაცებს პასუხისმგებლობა აღებული, მაგრამ ტრაილერით მაინც შემოვიდა საქართველოში. ვერავინ აიღებს პასუხისმგებლობას მასზე, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის პიროვნული თვისებების გამო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა