მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

სააკაშვილის ჯანმრთელობაზე უმეტესად უნდა ისაუბრონ ექიმებმა და არა პოლიტიკოსებმა-დიმიტრი ხუნდაძე

ნახვები: 431 სააკაშვილის ჯანმრთელობაზე უმეტესად უნდა ისაუბრონ ექიმებმა და არა პოლიტიკოსებმა-დიმიტრი ხუნდაძე

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სააკაშვილის „ვივამედში“ გადაყვანასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას გამოეხმაურა.

ხუნდაძის თქმით, ასეთ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა ნებისმიერ მსჯავრდებულს აქვს. მისივე განცხადებით, მთავარია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უმეტესად ისაუბრონ ექიმებმა და არა პოლიტიკოსებმა.

„ასეთ სერვისზე ხელმისაწვდომობა აქვს ნებისმიერ მსჯავრდებულს. ასეთი საშუალება გამოიყენა მიხეილ სააკაშვილმაც, როცა პატიმრობის საწყის ეტაპზე მან შიმშილობა გამოაცხადა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭირო გახდა გორის კლინიკაში გადაყვანა. აქ გასაკვირი არაფერი არ არის. მთავარია, საჭიროება ობიექტურად იყოს შეფასებული და მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უპირატესად, უმეტესად ისაუბრონ ექიმებმა და არა პოლიტიკოსებმა, რომლებიც ხშირად პოლიტიკური სპეკულაციის საგნად აქცევენ სააკაშვილის ჯანმრთელობას“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა