ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა მიხეილ სააკაშვილისადმი თავდებობის საკითხზე იუსტიციის მინისტრს მიმართეს

ნახვები: 465 ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა მიხეილ სააკაშვილისადმი თავდებობის საკითხზე იუსტიციის მინისტრს მიმართეს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები მიხეილ სააკაშვილისადმი თავდებობის საკითხზე იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს მიმართავენ.

„ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერნი საქართველოს პარლამენტის წევრები მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს ვუდგებით თავდებში. კარგად გვესმის, რომ ის ამჟამად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს მკურნალობას მულტიპროფილურ, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაუდებლად, სადაც საშუალება იქნება, ჩაუტარდეს შესაბამისი გამოკვლევები და მოხდეს მისი სრული რეაბილიტაცია.

ვსარგებლობთ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თავდებობის შესაძლებლობით და თითოეული ხელმომწერი ვადასტურებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი – მკურნალობის დასრულების შემდგომ დაუყოვნებლივ დაბრუნდება საქართველოში და არ აარიდებს თავს სამართლიან მართლმსაჯულებას.

მოგმართავთ თხოვნით – გაითვალისწინოთ ჩვენი შუამდგომლობა და დაუყოვნებლივ გადაიყვანოთ საზღვარგარეთ შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში მისი სრული რეაბილიტაციის მიზნით. იმედს ვიტოვებთ, რომ მიიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომლითაც რისკის წინაშე არ დააყენებთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს“, – აღნიშნულია დეპუტატების შუამდგომლობაში.

​ამასთან, აღნიშნული ტექსტი გადაეგზავნათ დეპუტატებს. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ის უკვე მიიღეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა