Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა უკვე გაავრცელა განცხადება, პოლიტიკური კუთხით ამ დისკუსიას აღარ გავაღრმავებთ - ირაკლი კობახიძე

ნახვები: 391 ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა უკვე გაავრცელა განცხადება, პოლიტიკური კუთხით ამ დისკუსიას აღარ გავაღრმავებთ - ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვქონდა გუშინ საუბარი ლეგიტიმურ ეჭვებთან დაკავშირებით და ეს კითხვები კიდევ უფრო მძაფრდება, რადგან საქმე ეხებოდა არამხოლოდ გადარიცხვებს, არამედ ასევე ეხებოდა ნახატებს და ვერტმფრენს, სადაც იყო ასევე შეფერხება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტებმა ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებაზე, სადაც ვიქტორ ყიფიანმა „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფის მიმართ დავის შესახებ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შეფერხება უკვე აღმოფხვრილია, თუმცა შეფერხება იყო ერთი თვე- თვენახევარი, რის გამოც გაჩნდა ლეგიტიმური კითხვები.

„პოლიტიკური კუთხით აღარ გავაღრმავებთ ამ დისკუსიას, მით უმეტეს, რომ ადვოკატის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი თავად მიაწვდის ინფორმაციას საზოგადოებას. ჩვენ რომ თავიდან ავირიდოთ ამ თემის პოლიტიკური გაღრმავება, ჯობია, დამატებითი კომენტარები აღარ გავაკეთოთ“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოში არის აზრის გამოხატვით თავისუფლება, ყველას შეუძლია, გამოხატოს თავის აზრი.

„ჩვენ ერთ მხარეს ვნახეთ მაგალითად, ხოფერიას განცხადება, რომელიც პირდაპირ რომელიღაც ქვეყანას ადანაშაულებს რაღაცაში. მეორე მხარეს ვნახეთ უსუფაშვილის განცხადება, რომელიც ამბობს, თურმე არაფერი არ ხდება ერთი დღის მაგივრად, როცა თვენახევარი გრძელდება რაღაც საბანკო გადარიცხვა, თურმე ჩვეულებრივი მოვლენაა. ხოფერიას შეუძლია, ქონდეს თავისი აზრი, უსუფაშვილს შეუძლია, თავისი აზრი ქონდეს. მე მაქვს ჩემი პასუხისმგებლობა და აქედან გამომდინარე, ვერც ერთსა და ვერც მეორეს ვერ გავიზიარებ. ეს არის ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ჩემი პოზიცია, მაგრამ ყველას შეუძლია, გამოხატოს თავის აზრი.

რაც შეეხება კითხვების დასმას, რაც დაისვა ხოფერიას მიერ, სხვების მიერ ეს კითხვები თავისთავად არის ლეგიტიმური. რაც შეეხება შეფასებას, შეფასება არის სუბიექტური და ჩვენ გვაქვს უფლება, ეს შეფასება გავიზიაროთ ან არ გავიზიაროთ, ამაზე გვაქვს ჩვენი დამოკიდებულება“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, შესაძლოა, ეშინოდეს თუ არა ბიძინა ივანიშვილს სანქციების, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა:„ეს ასე ვერ იქნება, ძალიან მარტივი მიზეზის გამო, ერთი, რომ არც მოქალაქეობა, არც სხვა რაიმე კავშირი მას არ აქვს არც იმ ქვეყანასთან, რომელიც აწარმოებს აგრესიას უკრაინაში, როცა არანაირი კავშირი არ არსებობს, არც ფორმალური და არც არაფორმალური, ბუნებრივია, ვერავის მხრიდან ეს საკითხი ვერ იქნება განხილული, შესაბამისად, ეს არის ცარიელი სპეკულაცია. ერთადერთი რაზეც შეიძლება იყოს ეჭვი და ლეგიტიმური კითხვები დაისვა, ეს არის შანტაჟი და არა დასჯა. მე მგონია, საბოლოო ჯამში ამას მოეფინება ნათელი დამატებითი პოლიტიკური გაღრმავებისგან ყველამ უნდა შეიკავოს თავი“.

მისივე თქმით, კითხვები ამ თემაზე არის ლეგიტიმური, რატომ შეიძლება საბანკო სისტემა ანგრევდეს ან კონკრეტული საცავი, რატომ შეიძლება ანგრევდეს საკუთარ რეპუტაციას.

„კითხვები არის ლეგიტიმური ამ ყველაფერზე და იმედია, ამ კითხვებს გაეცემა პასუხი, პოლიტიკური შეფასებებისგან შევიკავებთ თავს, მით უმეტეს, ადვოკატის მხრიდან აღინიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას, როცა საჭირო იქნება. დაბრკოლება ლეგიტიმური რომ არ იყო, ზუსტად მაგიტომ მოიხსნა ეგ დაბრკოლება. ზუსტად მაგიტომ, სამართლებრივად გადაწყდა ეგ საკითხი და დაბრკოლება მოიხსნა, ლეგიტიმური რომ ყოფილიყო დაბრკოლება, მაშინ სხვანაირად გაგრძელდებოდა ეს ყველაფერი. იცით, რომ ეს დაბრკოლებები მოიხსნა, როგორც ვერტმფრენთან დაკავშირებით, ასევე ნახატებთან დაკავშირებით, რადგან, არც ერთი ეს დაბრკოლება არ იყო ლეგიტიმური“, – აღნიშნა კობახიძემ.

კითხვაზე, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი დღეს ქვეყნის რეალური მმართველი, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის დამფუძნებელი და ადამიანური დამოკიდებულება რომ არსებობდეს, ესე არის ლეგიტიმური.

„არ ვიცი, როგორ შეიძლება აქაც კი მოახერხოს ვიღაცამ სპეკულაციებში შესვლა, არ ვიცი, ეს გაუგონარი მოვლენაა. თუმცა აქაც ახერხებენ სპეკულირებას, მარტივია ძალიან, კითხვები ისმება და ჩვენ ვცემთ ამ კითხვებს პასუხს. ის, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება არსებობს პარტიის დამფუძნებლის მიმართ, ესეც არის ლეგიტიმური“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა