კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ქვეყნის კურსი ურყევია, რომელიც ასახულია კონსტიტუციაში, რეზოლუციებში და ამასთან დაკავშირებით ნებისმიერი განცხადება ცარიელი სპეკულაციაა - ირაკლი კობახიძე

ნახვები: 387 ქვეყნის კურსი ურყევია, რომელიც ასახულია კონსტიტუციაში, რეზოლუციებში და ამასთან დაკავშირებით ნებისმიერი განცხადება ცარიელი სპეკულაციაა - ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ქვეყნის კურსი ურყევია, რომელიც ასახულია კონსტიტუციაში, რეზოლუციებში და ამასთან დაკავშირებით ნებისმიერი განცხადება ცარიელი სპეკულაციაა.

ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, ლეგიტიმური ეჭვებია, რომ შეიძლება, უფრო ფართო ინტერესი არსებობდეს, საქართველო სამხედრო კონფლიქტში ჩაერთოს, რაც ქვეყნისთვის საბედისწერო ომი იქნება.

„რაც შეეხება საგარეო კურსთან დაკავშირებით სპეკულაციებს, ეს ცარიელი სპეკულაციაა. მეორე ფრონტზე კი შეგახსენებთ, რომ კოორდინირებული მოქმედებაა საქართველოში – კონკრეტული ადამიანები, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი შიდა და გარე სპიკერებით, რომლებიც აკეთებდნენ განცხადებებს ომთან და „მეორე ფრონტთან“ დაკავშირებით, ესენი იყვნენ როგორც პოლიტიკოსები, გახსოვთ მარგველაშვილისა და უსუფაშვილის განცხადებები, ასევე ლომჯარიასა და გიგაურის განცხადებები და ე.წ. მათი გარე სპიკერების განცხადებები. მეორე მხრივ, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მუდმივი განცხადებებია იმასთან დაკავშირებით, რომ სასურველია, საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას; მათ შორის, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ დღეს რუსული ჯარი დაკავებულია მხოლოდ უკრაინელი ქალებისა და ბავშვების მკვლელობით და კარგი იქნება, თუ ახალი საქმე გამოუჩნდება სხვა ქვეყანაში, იგულისხმა საქართველო. როცა ასეთი განცხადებები უკრაინის ხელისუფლებისა და არაერთი პოლიტიკოსის მხრიდან კეთდება, აქაც არის კოორდინაცია და იქაც არის.

ლეგიტიმური ეჭვებია იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება, უფრო ფართო ინტერესი არსებობდეს, რომ საქართველო ამ სამხედრო კონფლიქტში ჩაერთოს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის საბედისწერო ომი იქნება. შესაბამისად, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. რაც შეეხება ქვეყნის საგარეო კურსს, კურსი ურყევია, რომელიც ასახულია კონსტიტუციაში, რეზოლუციებში. აქედან გამომდინარე, საგარეო კურსთან დაკავშირებით ნებისმიერი განცხადება ცარიელი სპეკულაციაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა