კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბრიტანეთმა და შვედეთმა თავდასხმის შემთხვევაში ურთიერთდახმარების პაქტს ხელი მოაწერეს

ნახვები: 434 ბრიტანეთმა და შვედეთმა თავდასხმის შემთხვევაში ურთიერთდახმარების პაქტს ხელი მოაწერეს

ბრიტანეთისა და შვედეთის პრემიერმინისტრებმა ბორის ჯონსონმა და მაგდალენა ანდერსონმა ხელი მოაწერეს პოლიტიკური სოლიდარობის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ბრიტანეთი და შვედეთი რომელიმე სახელმწიფოზე თავდასხმის შემთხვევაში ერთმანეთს დაეხმარებიან.

ჯონსონი აცხადებს, რომ დადებული პაქტის მიხედვით შვედეთსა ან დიდ ბრიტანეთზე თავდასხმის შემთხვევაში თითოეული მეორეს დაეხმარება.

პრემიერი ანდერსონი კი აცხადებს, რომ პაქტი მოიცავს კრიზისულ დროს სამხედრო დახმარებას.

პრემიერი ასევე განმარტავს, რომ პაქტი დაზვერვის ინფორმაციის გაზიარებასა და ერთობლივი სამხედრო წვრთნების გამართვასაც მოიცავს.

„შვედეთში კატასტროფის ან თავდასხმის შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთი შვედეთს დაეხმარება იმით, რასაც შვედეთი მოითხოვს[...]

ეს [პაქტი] დაზვერვის მეტი ინფორმაციის გაზიარების, სამხედრო წვრთნების გაძლიერებისა და ტექნოლოგიის ერთობლივ განვითარების შესაძლებლობას მოგვცემს. ეს შეთანხმებაა, რომელიც დაიცავს ორივეს, შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის ღირებულებებს“, - აცხადებს ჯონსონი.

ბრიფინგისას ჯონსონს ასევე ჰკითხეს, რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ შვედეთს NATO-ში გაწევრიანების განაცხადს გაკეთებიდან მის ალიანსში მიღებამდე პერიოდში დასჭირდება დახმარება. პასუხად ჯონსონმა განაცხადა, რომ ალიანსში გაწევრიანება შვედეთის გადასაწყვეტია, თუმცა დიდი ბრიტანეთი "შვედეთს დაეხმარება იმის მიუხედავად, გაწევრიანების კუთხით მოქმედების რა კურსს აირჩევს".

ჯონსონის თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ დეკლარაციის მიხედვით დიდ ბრიტანეთს იმავე მხარდაჭერას შვედეთიც ჰპირდება.

დიდი ბრიტანეთის პრემიერი ამბობს, რომ მისთვის პატივია ხელი მოაწეროს დეკლარაციას, რომელიც ორ ქვეყანას კიდევ უფრო დააახლოებს.

„ჩვენ ურყევი და მკაფიო პოზიცია გვაქვს, შვედეთისა და ფინეთის მხარდაჭერაში და ამ უსაფრთხოების დეკლარაციების ხელმოწერა არის განგრძობადი გარანტიის სიმბოლო ჩვენს ქვეყნებს შორის“ - განაცხადა ბორის ჯონსონმა

ბორის ჯონსონის თქმით, სამწუხარო ირონიაა, რომ ევროკავშირის ლიდერებს 21-ე საუკუნის ტირანის წინააღმდეგ თავდაცვის გაძლიერების ერთოლივი გზების განიხილვა უწევთ. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა