კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ომი მაშინ დასრულდება, როცა უკრაინა დაიბრუნებს ყველაფერს, რაც აგრესორმა წაართვა-ზელენსკი

ნახვები: 506 ომი მაშინ დასრულდება, როცა უკრაინა დაიბრუნებს ყველაფერს, რაც აგრესორმა წაართვა-ზელენსკი

 

“უკრაინას სურს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, ასევე იმ თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვა, რომელსაც რუსი აგრესორი ცდილობს, უკრაინის მოქალაქეებს წაართვას.

 

უკრაინელი ერისთვის ომი დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ ჩვენსას დავიბრუნებთ. ჩვენ არ გვჭირდება სხვისი, ჩვენ გვინდა, მშვიდობა დავუბრუნოთ ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს მიწას.

 

როცა დავიბრუნებთ ყველაფერს, რაც ჩვენ გვეკუთვნის, დავასრულებთ ამ ომს. სასურველია, რუსეთმა მოგისმინოთ თქვენ (ჩვენი მას არ ესმის). სასურველია, რუსეთი დასვან მოლაპარაკების მაგიდასთან და გაიგოს, რომ სასჯელი გარდაუვალია. ნებისმიერი მოლაპარაკება, მათ შორის, მშვიდობის შესახებ, დიალოგის გზით უნდა წარიმართოს და არა ულტიმატუმების გზით. დიპლომატიური გზით ომის დამთავრების შანსი მცირდება ყოველ ჯერზე, როცა რუსული ჯარები უკრაინელების წინააღმდეგ ისეთ საშინელ დანაშაულებს ჩაიდენენ, როგორც ბუჩასა და მარიუპოლში ჩაიდინეს”,-თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებთან, აკადემიური საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან ჩართვისას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა