კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„ვივამედის“ დირექტორი აცხადებს, რომ სააკაშვილს უტარდება კლინიკური კვლევები და დასკვნას პაციენტის ნებართვის საფუძველზე გაასაჯაროებენ

ნახვები: 372 „ვივამედის“ დირექტორი აცხადებს, რომ სააკაშვილს უტარდება კლინიკური კვლევები და დასკვნას პაციენტის ნებართვის საფუძველზე გაასაჯაროებენ

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის ნინო ნადირაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს უტარდება კლინიკური კვლევები და სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები მუშაობენ.

 

მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა როდესაც ექნებათ, პაციენტის ნებართვის საფუძველზე გაასაჯაროებენ.

 

„ნებისმიერი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ჩვენთვის უპირველესი. მთავარი, რითაც ვხელმძღვანელობთ არის – არ ავნო. შესაბამისად, ნებისმიერი ფრაგმენტულად მოწოდებული ინფორმაციის გაცემის წინააღმდეგი ვარ. მით უმეტეს თუ ეს ეხება პაციენტის მდგომარეობას. მიხეილ სააკაშვილი იმყოფება თერაპიულ განყოფილებაში. მიმდინარეობს კლინიკური კვლევები, მუშაობენ სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები. როდესაც გვექნება კონკრეტული შედეგები, კონკრეტული დასკვნები, დაიდება. პაციენტის უშუალო ნებართვით, გავასაჯაროებთ“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.

 

ამასთან, ნინო ნადირაძეს ჟურნალისტებმა სთხოვეს, შეეფასებინა მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადება, სადაც ალასანია ამბობს: „ვივამედში“ კარგი პირობებია, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის საკმარისი, სააკაშვილს ცხრა დიაგნოზი აქვს უკვე დასმული, საჭიროა აქედან გაყვანა“.

 

ნადირაძის განცხადებით, კლინიკა „ვივამედში“ საკმაოდ მძიმე პაციენტებს გაუვლიათ მკურნალობა და დღესაც მკურნალობენ. მისივე თქმით, არც ერთი დაავადების მკურნალობა კლინიკისთვის უცხო არ არის.

 

„ქალბატონმა გიულიმ რა თქვა, არ ვიცი, მაგრამ ჩვენი კლინიკის კედლებს ახსოვს და დღესაც გვყავს საკმაოდ მძიმე პაციენტები სხვადასხვა ნუზოლოგიის. ჩვენთვის უცხო არ არის არც ერთი დაავადების მკურნალობა“, – აღნიშნა ნინო ნადირაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა