კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

არასდროს ვაღიარებთ რუსეთის მიერ დაწესებულ საზღვრებს უკრაინაში-„დიდი შვიდეულის“ ლიდერები

ნახვები: 578 არასდროს ვაღიარებთ რუსეთის მიერ დაწესებულ საზღვრებს უკრაინაში-„დიდი შვიდეულის“ ლიდერები

„დიდი შვიდეული“ არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ დაწესებულ საზღვრებს უკრაინაში, – ამის შესახებ აღნიშნულია „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.

მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების საგარეო უწყების ხელმძღვანელები ბელარუსს მოუწოდებენ, შეწყვიტოს რუსეთის ინტერვენციის ხელშეწყობა და პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს.

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა პირობა დადეს, რომ „გააგრძელებენ ეკონომიკურ სანქციებს“ მოსკოვის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის გამო იმ სექტორებზე, რომლებზეც რუსეთი განსაკუთრებით არის დამოკიდებული და მოუწოდეს ჩინეთს, არ მოახდინოს უარყოფითი გავლენა ამ ზომებზე.

სამდღიანი შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შვიდ მსხვილ ეკონომიკურ ძალას სურს, დააჩქაროს ძალისხმევა რუსეთის ენერგეტიკაზე დამოკიდებულების დასასრულებლად.

„რუსეთის აგრესიულმა ომმა წარმოქმნა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისი უახლეს ისტორიაში, რომელიც ახლა საფრთხეს უქმნის ყველაზე დაუცველებს მთელ მსოფლიოში. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, დავაჩქაროთ კოორდინირებული მრავალმხრივი რეაგირება გლობალური სასურსათო უსაფრთხოების შესანარჩუნებლად და ამ მხრივ, გადაწყვეტილი გვაქვს, ყველაზე დაუცველ პარტნიორებს გვერდში დავუდგეთ“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა