მიხეილ სააკაშვილი - მიხარია იმის მოსმენა, რომ სალომე ზურაბიშვილი საუბრობს ერთობის აუცილებლობაზე
21 წლის გიორგი მინდაძისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა
სომხეთმა რუსი ოლიგარქის სამველ კარაპეტიანის საკუთრებაში არსებული ენერგეტიკული კომპანიის ნაციონალიზაცია დაიწყო
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რათა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, აქტივისტებისა და მომიტინგეების თავისუფლად და უსაფრთხოდ ყოფნა
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ჟიგიმანტას პავილიონისი - საქართველო განიცდის პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას
საქართველოსა და ირლანდიის დიდი დაპირისპირების მოლოდინში - ბორჯღალოსნები ზაფხულის ტურნეს საშინაო კედლებში იწყებენ
War update: 185 clashes recorded along the front in past day, 58 in Pokrovsk sector

დავით აღმაშენებლის სახე ერთადერთ სრულმეტრაჟიან ფილმში (video)

14.05.2022 ნახვები: 2383

თურქულ კინემატოგრაფიაში ძალიან პოპულარულია ისტორიული თემატიკა, განსაკუთრებით ძველი საგმირო ეპოსები, მათ შორის ყველაზე გამორჩეულია ძველი თურქული ეპოსი - ,,წიგნი პაპაჩემ ქორქუთისა“, სადაც ასახულია სელჩუკთა ომები დავით აღმაშენებელთან.

წარმოდგენილი ნაწყვეტი სწორედ ამ პოემის საფუძველზე გადაღებული ფილმიდანაა.

ეპოსში და შესაბამისად ფილმშიც დავითი ბოროტ მმართველადაა დახატული, შეუძლებელია ეს ქართულ აუდიტორიას მოგვეწონოს, მაგრამ ნუ ვიუცხოებთ ამას და ნუ დავრჩებით შეურაცხყოფილი, ქართულ წყაროებშიც თურქი ხელისუფლები ამგვარად და უარესადაც არიან წარმოდგენილი.

რა თქმა უნდა, დავითი სულითაც და ხორცითაც მშვენიერი ადამიანი იყო და ის არ ყოფილა ისეთი შემზარავი, როგორც ამ ეპოსში და მასზე დაყრდნობილ ფილმშია წარმოდგენილი.

მთავარი, ვფიქრობ, ისაა, რომ ძველი თურქული ნაციონალური ეპოსიც კი ვერ უვლის გვერდს აღმაშენებლის დიდ გამარჯვებებს და ძლიერებას.

მოცემული ეპიზოდი ასახავს ეპოსის შემდეგ მონაკვეთს: ,,ყაზანის ბანაკს ურწმუნო ქართველები დაესხნენ თავს, რომელთაც ხელთ იგდეს მთელი მისი განძეული, მისი აქლემები და ცხენები, და მისი ხალხი, მათ შორის მისი ცოლი - წარმოსადეგი, ბურლა ხათუნი, და მისი ერთადერთი ვაჟი - ურუზი. ურწმუნოებმა აღნიშნეს თავისი გამარჯვება, და მათმა მეფემ ბრძანა ყაზანის შეურაცხყოფისთვის, რომ ექცია ბურლა ხათუნი თავის მერიქიფედ...."

ეს შემთხვევა ქართულ წყაროებსაც აქვთ აღწერილი, დავითის ერთ-ერთი ლაშქრობის შესახებ ვკითხულობთ: ,,მოსრეს სპანი მათნი ურიცხვნი, და აღიღეს დედაწული მათი, ცხენნი, ცხოვარნი, აქლემნი, და ყოველი ნაქონები მათი, რომლითა აღივსო ყოველი სამეფოჲ მისი ყოვლითა კეთილითა".

ქართული წყარო აქ თითქმის ყველა იმ ნიუანსს ასახელებს, რასაც ,,დედე გორგუდის წიგნი".

ბექა ჭიჭინაძე, მკვლევარი

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა