Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნატო-ს პარტნიორი ქვეყნები, მათ შორის საქართველო, ჩვენ გვაქვს ძლიერი და მჭიდრო პარტნიორობა-დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ნახვები: 434 ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნატო-ს პარტნიორი ქვეყნები, მათ შორის საქართველო, ჩვენ გვაქვს ძლიერი და მჭიდრო პარტნიორობა-დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეპე კოფოდის განცხადებით, ქვეყნებს აქვთ ფუნდამენტური უფლება, აირჩიონ საკუთარი უსაფრთხოების ზომები და არც ერთ ქვეყანას არ აქვს ვეტოს უფლება, იქნება ეს რუსეთი, თუ ნებისმიერი სხვა.

ჯეპე კოფოდის თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია ნატო-ს პარტნიორი ქვეყნები, მათ შორის საქართველო.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მსოფლიოში დემოკრატიის მტრების მოქმედებას უნდა შეეწინააღმდეგონ.

„ეჭვგარეშეა, რომ ნატო-ს პარტნიორი ქვეყნები ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მათ შორის საქართველო. ჩვენ გვაქვს ძლიერი და მჭიდრო პარტნიორობა. დანიაში ვფიქრობთ, რომ თითოეულ ევროპულ ქვეყანას აქვს ფუნდამენტური უფლება, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და არც ერთ ქვეყანას არ აქვს ვეტოს უფლება, იქნება ეს რუსეთი, თუ ნებისმიერი სხვა. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი დემოკრატიული ღირებულებები. ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიოში დემოკრატიის მტრები, და პირველია პუტინი, მოქმედებენ. ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთ ამას. ჩვენ დავეხმარებით და გვერდში დავუდგებით როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნებს, სადაც რუსეთის მხრიდან ინსტრუმენტალიზებულია ავტორიტარიზმი და აგრესია“, – განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა