რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ თურქეთი შვედეთისგან და ფინეთისგან ტერორიზმის წინააღმდეგ მკაფიო პოზიციას ელოდება

ნახვები: 545 მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ თურქეთი შვედეთისგან და ფინეთისგან ტერორიზმის წინააღმდეგ მკაფიო პოზიციას ელოდება

ნატო-ს შეხვედრაზე ჩვენ წევრ ქვეყნებს ვუთხარით, რომ შვედეთი და ფინეთი მხარს უჭერენ ტერორისტულ ორგანიზაციებს, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთმა განსაკუთრებით მკაფიოდ გამოთქვა შვედეთის მიერ მიწოდებული იარაღის დახმარების საკითხი.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საექსპორტო ნებართვების შეზღუდვა თურქეთისთვის იმ ქვეყნებისგან, რომლებიც ნატო-ს წევრები გახდებიან, მისაღები სიტუაცია არ არის.

„იყო წინადადება, რომ ვიმუშაოთ თურქეთის წუხილებზე. აქ აუცილებლად უნდა იყოს უსაფრთხოების გარანტიები. მათ უნდა შეწყვიტონ ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერა“, – თქვა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა