კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რუმინეთი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია

ნახვები: 383 რუმინეთი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია

რუმინეთი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ადგილი არის ევროკავშირში, რადგან ისინი ევროპულ ოჯახს მიეკუთვნებიან, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე განაცხადა.

„ჩვენ დიდი ხანია, მხარს ვუჭერთ საქართველოს, მათ შორის კითხვარის მომზადების პერიოდში. ვთვლით, რომ საქართველოს ადგილი, ისევე როგორც უკრაინისა და მოლდოვის, არის ევროკავშირში, რადგან ისინი ევროპულ ოჯახს მიეკუთვნებიან“, – განაცხადა ბოგდან აურესკუმ.

ამასთან, მისივე თქმით, სამივე ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის არა პროცესის დასასრული, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის დასაწყისი და ამ ქვეყნებს სჭირდებათ გზამკვლევი რეფორმებისთვის.

„რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ინდივიდუალურად, პროცესში ჩართული ყველა ქვეყნის გადასაწყვეტი იქნება, რომ გაჰყვეს ამ გზას და შეასრულოს. ჩვენ, რუმინეთი, მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ პროცესს. ვფიქრობთ, გადაწყვეტილებები საჭიროა და ეს იმპულსი არ უნდა დაიკარგოს. მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად იქნეს მიღებული. ამის შემდეგ ამ ქვეყნების გადასაწყვეტი იქნება, გააგრძელონ გზა ამ მნიშვნელოვან მოგზაურობაში და ჩვენ იქ ვიქნებით, მათ გვერდით“, – განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა