სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

აღმოჩნდა, რომ კომპანიიდან თანხები არაკანონიერად მიემართებოდა გვარამიასა და მისი თანამზრახველების სასარგებლოდ-გურამ მაჭარაშვილი

ნახვები: 497 აღმოჩნდა, რომ კომპანიიდან თანხები არაკანონიერად მიემართებოდა გვარამიასა და მისი თანამზრახველების სასარგებლოდ-გურამ მაჭარაშვილი

აღმოჩნდა, რომ კომპანიიდან საკმაოდ სოლიდური თანხები არასწორად, არაკანონიერად მიემართებოდა გვარამიასა და მისი თანამზრახველების სასარგებლოდ. ამიტომ, მოჭარბებული პოლიტიკური განცხადებები და ემოციები უსაფუძვლოა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიუღებელია საუბარი ე.წ. პოლიტიკურ დევნაზე.

„რუსთავი 2“-ის საქმეზე გვახსოვს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა, რომ ქართულ მართლმსაჯულებას სწორი, სამართლიანი და ობიექტური გადწყვეტილება ჰქონდა მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ ტელეკომპანია მიტაცებული ჰქონდათ ნიკა გვარამიას და მის თანამზრახველებს. ახლა უკვე დადგინდა, რომ მას და მის თანამზრახველებს ჰქონდათ მიტაცებული თანხები და ეს თანხები ბიუჯეტში იმ მიზეზით არ შედიოდა, თითქოს, „რუსთავი 2“-ს ფინანსური შესაძლებლობები არ ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ კომპანიიდან საკმაოდ სოლიდური თანხები არასწორად, არაკანონიერად მიემართებოდა გვარამიასა და მისი თანამზრახველების სასარგებლოდ. აქედან გამომდინარე, მოჭარბებული პოლიტიკური განცხადებები და ემოციები უსაფუძვლოა. ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა და საერთაშორისო სასამართლომ კარგად დაინახეს, რომ სამწუხაროდ, საქართველოში ოპოზიციის რადიკალური ნაწილი და მედიასაშუალებების ნაწილი ე.წ. დემოკრატიის ფარით სარგებლობს, ვითომ, დემოკრატიის დაცვით სჩადიან არაკანონიერ ქმედებებს. სამართლებრივ სახელმწიფოს ეწინააღმდეგება, რომ სამართალდარღვევა ჩაიდინო და გინდა, ამ პასუხისმგებლობას გაექცე, რადგან საჯარო მოხელე ხარ ან მედიასაშუალების ხელმძღვანელი. მათი საუბარი ე.წ. პოლიტიკურ დევნაზე მიუღებელია ჩვენი პარტნიორებისა და საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის. რადიკალურ ოპოზიციასა და ამ მედიასაშუალებებს საერთაშორისო სასამართლომ სავიზიტო ბარათი გადასცა, რომლითაც დადგინდა, რომ „რუსთავი 2“-ს არაკანონიერად ფლობდნენ. ბუნებრივია, ამ ფონზე რაიმე სახის პოლიტიკურ დევნას არავინ დაიჯერებს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა