საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

ადამიანის დაკავება არასდროს გამიხარდება, მაგრამ ნიკა გვარამიას კონკრეტული მტკიცებულებებიდან გამომდინარე მიესაჯა-ზარქუა

ნახვები: 528 ადამიანის დაკავება არასდროს გამიხარდება, მაგრამ ნიკა გვარამიას კონკრეტული მტკიცებულებებიდან გამომდინარე მიესაჯა-ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, სასამართლომ ნიკა გვარამიას კონკრეტული მტკიცებულებების საფუძველზე მიუსაჯა.

ზარქუას თქმით, თუ ვინმეს სასამართლოსგან განსხვავებული მტკიცებულება აქვს, შეუძლია, საქმე გაასაჩივროს.

„პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ადამიანის დაკავება არასოდეს გამიხარდება, მაგრამ ნიკა გვარამიას კონკრეტული მტკიცებულებებიდან გამომდინარე მიესაჯა, როცა მან კომპანიას შვიდი მილიონი მოპარა, თუ გაფლანგა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ის არის დამნაშავე და ამის გამო მიუსაჯა. არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიცია, თუ გაკოტრებული პარტიის პოლიტიკოსები ზუსტად იგივე ტექსტებით საუბრობდნენ „რუსთავი 2“-ის საქმეზე, რომ სახელმწიფო ართმევდათ და ჩარეული იყო. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ყველა ეტაპზე დაცული იყო. ამ განცხადების შემდეგ ყველა მიწყნარდა, მანამდე გაჰკიოდნენ. ახლა გვარამია ყველასთვის გახდა დემოკრატი, პატრიოტი, ამ ქვეყნის ერთგული, გადამრჩენელი და ა.შ. ეს მათი უფლებაა. თუ ვინმეს აქვს სასამართლოსგან განსხვავებული მტკიცებულება, აგერ არის საერთაშორისო პლატფორმა, სადაც კეთილი ინებონ და დაამტკიცონ. ამ ვაი პოლიტიკოსებს, გაკოტრებულებს თავისი ქვეყანა ფეხებზე ჰკიდიათ და შეუძლიათ, ქვეყანა ლაფში ამოსვარონ. ჰგონიათ, თუ ქვეყანას აგინებენ, ქულებს დაუწერენ. „რუსთავი 2“-ის თემები გადაახვიეთ და ნახავთ, რომ იგივე განცხადებები ჰქონდათ. ეს საქმე გაასაჩივრონ და ვნახოთ, რა იქნება – აგერ თქვენ, აგერ მე“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

რაც შეეხება გვარამიას შეწყალების საკითხს, ზარქუას განმარტებით, პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა.

„როგორც მოვისმინე, გვარამიამ ოჯახს მოუწოდა, პრეზიდენტს არ მიმართონ. პრინციპში, მართალიც არის და მის პოზიციას ვიზიარებ, რადგან მისი მთელი შემოქმედება და გუნდი ლანძღავდა სალომე ზურაბიშვილს, მისი უხერხულობა მესმის, თუმცა ეს ყველაფერი პრეზიდენტის გადასაწყვეტია, მაგრამ ასეთი ადამიანის შეწყალება სწორი არ არის. „მთავარი არხი“ გვარამიათი არ მთავრდება ისევე, როგორც „რუსთავი 2“-ით არ დამთავრდა. ვამბობდით, რომ ისეთი კანონმდებლობა გვაქვს, როცა ერთ საათში კომპანიის დარეგისტრირება შეიძლება. ეს არ არის რეჟიმი, რომელიც 2012 წლამდე იყო და ანტენებს დასდევდა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა