კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

განსხვავდება რუსეთის რეაქცია უკრაინისა და ფინეთ-შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებაზე-დიმიტრი პესკოვი

ნახვები: 502 განსხვავდება რუსეთის რეაქცია უკრაინისა და ფინეთ-შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებაზე-დიმიტრი პესკოვი

რუსეთი უკმაყოფილოა ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილებით, შეუერთდნენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, – მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოსკოვი ყურადღებით აკვირდება ამ პროცესს, ჩატარდება ღრმა ანალიზი ასეთი ნაბიჯის შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით.

პესკოვმა ასევე განმარტა, რატომ განსხვავდება რუსეთის რეაქცია უკრაინისა და ფინეთ-შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებაზე.

„ჩვენ არ გვაქვს ტერიტორიული დავა არც შვედეთთან და არც ფინეთთან. მაშინ, როცა უკრაინა პოტენციურად შესაძლოა, გახდეს ნატო-ს წევრი, რუსეთს შესაძლოა, ტერიტორიული პრობლემა ჰქონდეს ქვეყანასთან, რომელიც ალიანსის წევრია, რაც უზარმაზარ რისკებს შეიცავს მთელი კონტინენტისთვის“, – განაცხადა პესკოვმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა