Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ნინო ლომჯარიამ პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკა გვარამია მოინახულა

ნახვები: 574 ნინო ლომჯარიამ პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკა გვარამია მოინახულა

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოინახულა.

როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ნიკა გვარამია ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი მოხდა მიზანმიმართულად სწორედ ამ დროს, რათა ყოფილიყო ხელისშემშლელი ფაქტორი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.

„ჩვენ გავეცნობით განაჩენს, რათა დეტალურად შევისწავლოთ ის და საბოლოო სამართლებრივი შეფასება სახალხო დამცველს ექნება ამ განაჩენის გაცნობის შემდეგ. ნიკა გვარამიას თავი მიაჩნია უდანაშაულოდ და ის ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილებები მოხდა მიზანმიმართულად სწორედ დღეს და ამ დროს, რათა ეს ყოფილიყო ხელისშემშლელი ფაქტორი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. ეს რის მისი პოზიცია“, – განაცხადა ლომჯარიამ.

ამასთან, ლომჯარიას შეფასებით, კანონიერების პრინციპი დაირღვა, როდესაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგა იმ ქმედებისთვის, რომელიც საერთოდ არ ითვლება დანაშაულად.

„რაც შეეხება სახალხო დამცველის პოზიციას, ვფიქრობთ, რომ არის უკიდურესად პრობლემატური, არ ვიცი, სხვა რა სიტყვები გამოვიყენო. ვფიქრობ, რომ კანონიერების პრინციპი არის დარღვეული, როდესაც ადამიანს მიესაჯა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგა იმ ქმედებისთვის, რაც არც ქართული სასამართლო პრაქტიკით, არც ევროპული, არც ამერიკული, არც ბრიტანული სასამართლო პრაქტიკით ამ ტიპის გადაწყვეტილებები და ქმედებები იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რაზეც ვსაუბრობთ, საერთოდ არ ითვლება დანაშაულად. ამიტომ ვერ გეტყვით, რა შეიძლება, გაკეთდეს, სამართლებრივად ალბათ უნდა გასაჩივრდეს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ამავდროულად, ლომჯარია მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პრეზიდენტის პოზიციაც.

„ვიცი, რომ მას აღელვებს საქართველოს ევროპული გზა და ევროპული ინტეგრაცია. მე მზად ვარ, შევხვდე და გავუზიარო ის მიგნებები, რაც ამ განაჩენთან და ბრალთან დაკავშირებით სახალხო დამცველს აქვს.

მე რომ ვიყო საქართველოს პრეზიდენტი და ვიცოდე, რომ დღეს არის ამ ქვეყნისთვის ისტორიულად გადამწყვეტი მომენტი, და ქვეყანაში მიღებული იყოს ისეთი გადაწყვეტილება პირის პატიმრობასთან დაკავშირებით, მედიამენეჯერის მიმართ, სადაც სახალხო დამცველი ამბობს, რომ საერთოდ დანაშაულის ნიშნები არ იყო და ეს არის კანონიერების პრინციპთან შეუსაბამო გადაწყვეტილება, მე ნამდვილად ვიფიქრებდი შეწყალების გამოყენებაზე, რადგან ვფიქრობ, ეს იქნებოდა სამართლიანი გამოსავალი ამ სიტუაციაში“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა