საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

„ეს არის ივანიშვილის რეჟიმის პასუხისმგებლობა,“ - გიგა ბოკერია დავით გარეჯის გუშინდელ ძალადობრივ ინციდენტზე

ნახვები: 223 „ეს არის ივანიშვილის რეჟიმის პასუხისმგებლობა,“ - გიგა ბოკერია დავით გარეჯის გუშინდელ ძალადობრივ ინციდენტზე

„ყველა შემდგომი ფაქტი, იმის მიუხედავად, გვაქვს თუ არა მტკიცებულებები, ესა თუ ის თავდამსხმელი დავალებას ასრულებდა თუ არა, არის ივანიშვილის რეჟიმის პასუხისმგებლობა და იმ შავრაზმული ძალების, რომელთან ერთადაც ივანიშვილის რეჟიმი ამ ამაზრზენ პროპაგანდას ეწევა მთელი ეს პერიოდია" , - განაცხადა დღეს, 5 მაისს, „ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ გუშინ, 4 მაისს, დავით გარეჯში ივერი მელაშვილსა და „მთავარის" ჟურნალისტებზე თავდასხმის კომენტირებისას.

მისივე თქმით, დავით გარეჯში მომხდარი ფაქტი ივანიშვილთან დაკავშირებული შავრაზმული ჯგუფის განხორციელებულია და ეს ჯგუფი ოპონენტებზე ძალადობს.

„ყველა შემდგომი ფაქტი იმის მიუხედავად, გვაქვს თუ არა მტკიცებულებები, ესა თუ ის თავდამსხმელი დავალებას ასრულებდა თუ არა, არის ივანიშვილის რეჟიმის პასუხისმგებლობა და იმ შავრაზმული ძალების, რომელთან ერთადაც ივანიშვილის რეჟიმი ამ ამაზრზენ პროპაგანდას ეწევა მთელი ეს პერიოდია. მათ აბსოლუტურად ფეხებზე ჰკიდიათ დავით გარეჯის საკითხზე რაიმე სიმართლის დადგენა. ყველამ იცის, ვინც ჩახედულია, რომ ამბავი მთლიანად მოგონილია და მხოლოდ საარჩევნო პროპაგანდის ამოცანებისთვის, პუტინის პროპაგანდის მსგავსად, ნიაღვარისთვის იყო შექმნილი, მოგონილი და შემდეგ ადამიანები შეცდომაში იყვნენ შეყვანილი. მომხდარი არის ოპონენტების წინააღმდეგ ამ სიძულვილის კამპანიის შედეგი. მათ შორის, მედია იქნება, სამოქალაქო ჯგუფები თუ პოლიტიკური ოპონენტები, ყველა, ვინც სამიზნე ხდება ივანიშვილის რეჟიმისთვის, ვინც მათთვის არახელსაყრელია, ოპონენტად მიაჩნიათ ან ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებს და ავტომატურად მიუღებელია, ყველა ხდება სამიზნე, როცა სიძულვილის და ძალადობის მანქანას ააგორებ. ყველა შავრაზმული ჯგუფი პირდაპირაა დაკავშირებული ივანიშვილთან, მათ შორის, სასულიერო პირები ამ სიძულვილის ტალღის ნაწილი არიან, მათ არ აინტერესებთ ფაქტები, უბრალოდ, სამიზნედ იღებენ ნებისმიერ ოპონენტს, მათ შორის, მედიას. ამ ვითარებაში, ამ ტიპის ძალადობაზე, რაიმე ადეკვატური რეაგირების იმედი, სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების პირობებში ვერ გვექნება",- განაცხადა ბოკერიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა