კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიხეილ სარჯველაძე: „სასულიერო პირის სტატუსი არ იძლევა უფლებას, რომ ჰქონდეს ჯავშანი"

ნახვები: 201 მიხეილ სარჯველაძე: „სასულიერო პირის სტატუსი არ იძლევა უფლებას, რომ ჰქონდეს ჯავშანი"

„მედიაზე თავდასხმა, რასაკვირველია, დასაგმობია. ვგმობთ და ეს არის უპირობოდ დასაგმობი, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ეს შემთხვევა აუცილებლად საჭიროებს გამოძიებას და შესწავლას" , - აცხადებს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე გუშინ, 4 მაისს, დავით გარეჯში, ივერი მელაშვილსა და ტელეკომპანია „მთავარის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის კომენტირებისას.

„მედიაზე თავდასხმა რასაკვირველია, დასაგმობია, ვგმობთ და ეს არის უპირობოდ დასაგმობი, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ეს შემთხვევა აუცილებლად საჭიროებს გამოძიებას და შესწავლას იმისთვის, რომ არ არსებობდეს რაიმე მიზეზი არასწორი დასკვნებისთვის. არაფრის დიდებით არ არის დასაშვები არც თავდასხმა, არც - პროვოცირება, არც ერთი ქმედება, რომელიც მიმართულია კონფლიქტის გამოწვევისკენ. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა საზოგადოებაში. ფაქტია, რომ როცა ადამიანებს შორის კონფლიქტი ხდება, იქ შეიძლება იყოს პროვოკატორი, მოძალადე ნებისმიერი მიმართულებიდან. კონფლიქტი რთული ფენომენია და ამას სჭირდება კარგად შესწავლა.

სასულიერო პირის სტატუსი არ იძლევა უფლებას ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომ ვინმეს ჰქონდეს ჯავშანი დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით. თუ საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებზე ინფორმაციას ფლობს, მათ შორის, სასულიერო პირი, ის ვალდებულია ამის თაობაზე მიაწოდოს ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს და ითანამშრომლოს. სასულიერო პირებს აქვთ კონსტიტუციით გარანტირებული ჯავშანი სხვა საკითხებზე, რომელიც უკავშირდება აღსარების საიდუმლოებას და ა.შ. ეს სხვა შემთხვევაა," - განაცხადა სარჯველაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა