ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ქვეყანას არავის ავარევინებთ-ირაკლი ზარქუა

ნახვები: 552 ქვეყანას არავის ავარევინებთ-ირაკლი ზარქუა

„ნაციონალური მოძრაობა“ რაიმე დიდი საქმეს აკეთებს პარლამენტში-თქო, მოგატყუებთ. მოსახლეობისთვის საინტერესო თემები მათთვის უინტერესოა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, გადაჭარბებულია იმის თქმა, რომ ოპოზიცია პარლამენტს დატოვებს.

„ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ფაქტია, რომ აქ არის გარკვეული მარგინალური ჯგუფი, რომელიც შემჩნეულია ასეთ ქმედებებში – ხან შემოდიან, ხან გადიან, ხან მანდატს ტოვებენ. შემდეგ მანდატის აღდგენას გვთხოვენ, ასევე სიას კეტავენ, შემდეგ მის აღდგენას გვთხოვენ. ამაში ხომ შემჩნეული არიან? – რომ გითხრათ, „ნაციონალური მოძრაობა“ რაიმე დიდი საქმეს აკეთებს პარლამენტში-თქო, მოგატყუებთ. მოსახლეობისთვის საინტერესო თემები მათთვის უინტერესოა. რას აკეთებენ? შეგიძლიათ, მათი ისეთი ერთი ინიციატივა მითხრათ, რომელიც მოსახლეობის ინტერესებს ეხებოდა? – არ არსებობს. „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესია რუსული სცენარით მოქმედება. როცა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საქართველოში ჩამოფრინდა, მათ უთხრათ, ეს სცენარი და კინო ნანახი გვაქვსო. ეს კინოა – ქუჩის გადაკეტვები, ქაოსი, არეულობა, დაძაბულობა, რაც რუსეთის ინტერესებშია. ქვეყანას არავის ავარევინებთ. საპარლამენტო საქმიანობის პირველ წელს ომისა და ღალატის პარტიას არაერთი შესაძლებლობა მივეცით, ვუსმენდით. კომისიაში მუშაობის საშუალება მივეცი ეკონომიკურ დაკითხებზე და არცერთს არ დაესწრნენ. სწორედ მათ დაიწყეს ომის პროპაგანდა. სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ომისა და ღალატის პარტიის არც ერთ ინიციატივას არ გავიზიარებთ“, – განაცხადა ზარქუამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა