ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

შავით თეთრზე დამტკიცდა, რომ ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2“ შვიდი მილიონით აზარალა-ზარქუა

ნახვები: 562 შავით თეთრზე დამტკიცდა, რომ ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2“ შვიდი მილიონით აზარალა-ზარქუა

შავით თეთრზე დამტკიცდა, რომ ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2“ შვიდი მილიონით აზარალა და ბინები, აქტივები მისთვის ერთგულ თანამშრომლებზე გადააფორმა, დანარჩენები კი უსახსრობის გამო სამსახურიდან დაითხოვა. ეს არ არის ბოლო ინსტანცია, ყველას აქვს უფლება გაასაჩივროს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, ტრაგედიებსა და დადგმებს ყველმ თავი უნდა დაანებოს და თუ არგუმენტები აქვს, წარმოადგინოს.

„მგონია, რომ ტრაგედიებსა და დადგმებს უნდა შევეშვათ. თუ არგუმენტები აქვს, წარმოადგინოს. ბუნებრივია, საერთაშორისო გამოხმაურებები მოსალოდნელი იყო, რადგან ჩვენ ეს 2017 წელს გამოვიარეთ. „რუსთავი 2“- ის თემაზე „ენჯეოშნიკების“, ცნობილი ჟურნალისტების, ევროპარლამენტარების, სენატის წარმომადგენლების, ფასიანი ლობისტების გზავნილები ამოიღეთ – ისინი დღევანდელ მესიჯებს ერთი-ერთში ემთხვევა, რადგან ამბობდნენ, რომ ეს იყო დემოკრატიის დასასრული, დიქტატურა მყარდებოდა, მედია აღარ არსებობდა. შემდეგ როგორც კი, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს სასამართლოს ყველა ინსტანციაზე სამართლიანი სასამართლოს უფლება იყო დაცული, არც ერთს ხმა აღარ ამოუღიათ და საერთოდ გაქრნენ. ჩვენი ქვეყნის ყველა გულშემატკივარს მივმართავ, მათ შორის ევროპარლამენტარებს, სენატორებს – თქვენს ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს ანალოგიური დანაშაული რომ ჩაედინა, ინდულგენცია იქნებოდა თუ არა ის რომ, ის არის ჟურნალისტი, მედიის ხელმძღვანელი, გამოხვიდოდით და იტყოდით, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა მედიაზე? – ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც კონსტიტუციით ცხოვრობს. გვინდა, ისეთი სახელმწიფო ვიყოთ, სადაც სტატუსი – ჟურნალისტი, დეპუტატი, მედიის წარმომადგენელი არაფერს ნიშნავს, როცა დანაშაული გაქვს ჩადენილი. ასეთ სახელმწიფოს ვაშენებთ და თქვენი გვერდში დგომის იმედი გვაქვს. ევროპასა და აშშ-ში მსგავსი არაერთი მაგალითია და ვთქვათ, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა მედიაზე? ჩემთვის კარლ ბილდტი კრიმინალია, რომელიც სააკაშვილისა და მისი პარტიის პარტნიორია და წლების განმავლობაში მათი ინტერესების ლობისტი იყო“, – განაცხადა ზარქუამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა