კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ის ოპოზიცია, რომელიც ჯერ პარლამენტში შემოსვლაზე ამბობდა უარს, ახლა გასვლაზე ფიქრობს, პოლიტიკური ცხოვრებისთვის მოუმწიფებელია-ნიკოლოზ სამხარაძე

ნახვები: 421 ის ოპოზიცია, რომელიც ჯერ პარლამენტში შემოსვლაზე ამბობდა უარს, ახლა გასვლაზე ფიქრობს, პოლიტიკური ცხოვრებისთვის მოუმწიფებელია-ნიკოლოზ სამხარაძე

ნებისმიერი პოლიტიკური პარტია თავისუფალია იმაში, რომ საპროტესტო აქცია ჩაატაროს. აქციები ჩაატარონ და პროტესტი გამოხატონ, მაგრამ თუ უკვე პარლამენტის დატოვებაზე ალაპარაკდნენ, ეს სასაცილოა – ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში მუშაობისთვის უნდა მომწიფდეს.

„იცით, რომ ხალხს ქუჩის აქციებისკენ მოუწოდებენ და თავისი მხარდამჭერებიც დაღალეს ქუჩის აქციებით, სჯობს, პარლამენტში იარონ. განსაკუთრებით ის ოპოზიცია, რომელიც ჯერ პარლამენტში შემოსვლაზე ამბობდა უარს, ახლა გასვლაზე ფიქრობს, პოლიტიკური ცხოვრებისთვის მოუმწიფებელია. ვიდრე ამ პოლიტიკური ცხოვრებისთვის და პარლამენტში მუშაობისთვის არ მომწიფდებიან, მანამდე მათი მხრიდან პარლამენტის დატოვების საკითხი განხილვის თემა იქნება. ამაზე დიდად არ ვდარდობთ, რადგან მათი გადასაწყვეტია – პარლამენტში იმუშავებენ თუ არა. თუ არ იმუშავებენ, მათთვის უარესი იქნება“, – განაცხადა სამხარაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა