თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

"ნაციონალურმა მოძრაობამ“ რომ დატოვოს დღეს პარლამენტი, არ არის გამოსავალი, ეს უნდა იყოს ოპოზიციის ერთობლივი ნაბიჯი-ზაალ უდუმაშვილი

ნახვები: 451 "ნაციონალურმა მოძრაობამ“ რომ დატოვოს დღეს პარლამენტი, არ არის გამოსავალი, ეს უნდა იყოს ოპოზიციის ერთობლივი ნაბიჯი-ზაალ უდუმაშვილი

ერთი ან ორი პარტია თუ გამოვიდა და პარლამენტი ისევ მრავალპარტიული დარჩა, რითიც შეიძლება, „ქართულმა ოცნებამ“ თავი დაიწყნაროს, ეს არ რის გამოსავალი, – აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი ზაალ უდუმაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის თქმით, მათმა პარტიამ რომ დატოვოს დღეს პარლამენტი, არ არის გამოსავალი და ეს უნდა იყოს ოპოზიციის ერთობლივი ნაბიჯი.

„რაც შეეხება პარლამენტს და მანდატების დატოვების თემას, ძალიან ხშირად არის ხოლმე აქტუალური ეს საკითხი და დღეს კვლავ გააქტიურდა. პირადად ჩემი მოსაზრება ისაა, რომ პარლამენტის დატოვება არის ძალიან სერიოზული ბერკეტი, რომელიც ოპოზიციას უჭირავს ხელში, თუმცა ეს უნდა იყოს შეთანხმებული მოქმედება; ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დატოვოს დღეს პარლამენტი, არ არის გამოსავალი, ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი შეთანხმება შევასრულოთ ოპოზიციასთან, თუმცა ეს უნდა იყოს ოპოზიციის ერთობლივი ნაბიჯი. ჯერ ასე აქტიურად ეს თემა არ განხილულა, თუმცა რამდენიმე პარტიისგან მზაობა ამის შესახებ მოვისმინე. გამოსვლას რა მიზანი აქვს, მარტო ის ხომ არა, რომ პარლამენტი და მანდატი დავტოვოთ. შენ უნდა შექმნა ის პოლიტიკური ვითარება, რომ „ქართული ოცნება“ დარჩეს მარტო თავის თავთან; ამას აქვს მნიშვნელობა, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებ. ერთი ან ორი პარტია თუ გამოვიდა და პარლამენტი ისევ მრავალპარტიული დარჩა, რითიც შეიძლება, „ქართულმა ოცნებამ“ თავი დაიწყნაროს, ეს არ რის გამოსავალი“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა