თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

დედაქალაქის ნაწილს 19 მაისის 14:00 საათიდან 20 მაისის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება

ნახვები: 694 დედაქალაქის ნაწილს 19 მაისის 14:00 საათიდან 20 მაისის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დედაქალაქის ნაწილს 19 მაისის 14:00 საათიდან 20 მაისის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება.

„19 მაისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, ფარნავაზ მეფის გამზირისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩის კვეთაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის გადაუდებელ  სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები წყალმომარაგების ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს შეასრულებენ, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წყლის ნაკადების მართვას.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 19 მაისს, 14:00 საათიდან 20 მაისის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

მთაწმინდა-კრწანისის რაიონში: მელიქიშვილის, რუსთაველის გამზირებს, კაკაბაძის, ქიაჩელის, ჭოველიძის, პეტრიაშვილის, ნიკოლაძის, მაყაშვილის, გოგებაშვილის, გრიბოედოვის, ბესიკის,  ინგოროყვას, ჭონქაძის,  ამაღლების, ლეონიძის, ლერმონტოვის, პუშკინის, ასათიანის, ბეთლემის, გორგასლის, ღვინის აღმართის  და მიმდებარე ქუჩებს, კოტე აფხაზის და ორთაჭალის ქუჩების ნაწილს, ოქროყანის დასახლებას.

ვაკე-საბურთალოს რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ფალიაშვილის, აბაშიძის,  ბარნოვის,  მცხეთის, კეკელიძის, ცხვედაძის, ატენის, ყიფშიძის, არაყიშვილის, რამიშვილის, მოსაშვილის, ამირეჯიბის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებს.

ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების ნაწილს, კოსტავას, პეკინის, დოლიძის, მგალობლიშვილის, გაგარინის, შარტავას, კანდელაკის, ფანჯიკიძის, ონიაშვილის, ზემო ვეძისის, ცინცაძის, მიცკევიჩის ქუჩებს, საირმის გორას, იყალთოს მთას, გამრეკელის, ბახტრიონის, ფანასკერტელის, თამარაშვილის, დიღმის წყლის, ფარსადანის, როსტევანის, ამბროლაურის, ვაზისუბნის, გახოკიძის და მიმდებარე ქუჩებს.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში: მარჯანიშვილის და ბელიაშვილის ქუჩების ნაწილს, უშანგი ჩხეიძის, და ბალანჩინის ქუჩებს, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge“, – აცხადებენ კომპანიაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა