კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შემოვიდნენ და გაპუფდნენ, ახლა ფიქრობენ, განიპუფებიან-ბექა დავითულიანი ოპოზიციზე

ნახვები: 411 შემოვიდნენ და გაპუფდნენ, ახლა ფიქრობენ, განიპუფებიან-ბექა დავითულიანი ოპოზიციზე

როგორც ჩანს, ოპოზიციის ყველა ახალი ინიციატივა კარგად დავიწყებული ძველია. ოპოზიციის რადიკალურმა ფრთამ ჯერ განაცხადა, რომ ვინც პარლამენტში შემოვიდოდა, ყველა პუფი იქნებოდა, შემოვიდნენ და გაპუფდნენ. ახლა ფიქრობენ, განიპუფებიან, თუ რას აკეთებენ?, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია თავის რეალობას ქმნის, რასაც ნამდვილ რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს

„მათთვის პარლამენტის დატოვების თემა წელიწადში აქტუალური ორჯერ მაინც არის – იწყებენ აჟიოტაჟს, შემდეგ ფილტრაცია ხდება და კოვზი ნაცარში უვარდებათ. ოპოზიცია თავის რეალობას ქმნის, რასაც ნამდვილ რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს და შემდეგ იმედგაცრუებულები რჩებიან. ასე ქმნიდნენ სააკაშვილის ბიძის დავალებით ჩრდილოვან კაბინეტებს და რევოლუციურ კომიტეტებს, რაც უნდათ, ის უქნიათ. ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ. იმედი აქვთ, რომ ვიღაც დარეკავს და აქ ყველაფერი შეიცვლება. ეგ დრო იყო საბჭოთა კავშირში, კრემლიდან ირეკებოდა და ეგ დრო დამთავრდა, იმ დროში ნუ არიან ჩარჩენილები“, – განაცხადა დავითულიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა