ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

„ნაცმოძრაობა“ ცდილობს, მოგვყიდოს უცხოელთა პატარა ჯგუფი, თითქოს, ეს ხალხი არის ნამდვილი ევროპა-თეა წულუკიანი

ნახვები: 655 „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, მოგვყიდოს უცხოელთა პატარა ჯგუფი, თითქოს, ეს ხალხი არის ნამდვილი ევროპა-თეა წულუკიანი

„ნაცმოძრაობა“ ცდილობს, მოგვყიდოს უცხოელთა პატარა ჯგუფი, თითქოს, ეს ხალხი არის ნამდვილი ევროპა. სინამდვილეში ამ ხალხის ერთადერთი ვიწროპარტიული ინტერესია, რომ ააყირავოს მთავრობა, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, არ შეიძლება, სისხლის სამართლის ერთმა საქმემ ქართველი ერის ევროპული არჩევანი შეცვალოს.

„არ შეიძლება, სისხლის სამართლის ერთმა საქმემ ქართველი ერის ევროპული არჩევანი შეცვალოს ან ვინმეს მისცეს იმის უფლება, რომ ესოდენ მნიშვნელოვან საქმედ აქციოს, თუმცა არსებობს უცხოელთა ჯგუფი, რომლებსაც ეს აღელვებთ. ისინი ცდილობენ, რომ ქართველ ხალხს მიჰყიდონ საკუთარი თავი, თითქოს ისინი არიან თვით დასავლეთი და თვით ევროპა, და თუკი ისინი არიან რაღაცით უკმაყოფილო, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთ ევროპა, ნატო, ფრანგები, გერმანელები და პოლონელები, ყველა გვერჩის ერთიანად. უცხოელების ამ პატარა ჯგუფს, მე მათში ვგულისხმობ ლამის ქართველ პოლიტიკოსად ქცეულ ვიოლა ფონ კრამონს, რომელიც პირდაპირ ერევა ქართულ პოლიტიკაში, ხან ვის დაუქნევს თითს და ხან ვის და ჰგონია, რომ ამის უფლება აქვს. ასევე, არის იან კელი. ალბათ, ერთი იან კელის წონის ცრემლები აქვს ერთ ქართველ დედას ჩუმად დაღვრილი, როდესაც თავის შვილებს ევროპული და დასავლური არჩევანის დასაცავად უშვებდა სხვადასხვა ბრძოლაში. მას არ ერიდება, რომ დღეში რამდენჯერმე ქართველ ერს და მის მთავრობას მიაყენოს შეურაცხყოფა, თითი დაგვიქნიოს, ვითომ რომელიმე ჩვენგანი ნული კლასის მოსწავლე ვიყოთ. არიან სხვებიც, კოლექტიური პედრო აგრამუნტები, რომელიც შემდეგ პუტინის თვითმფრინავით ასადთან ჩაფრინდა სირიაში და ის განდევნეს ევროსაბჭოს ასამბლეიდან, კოლექტიური ჟიგიმანტასები და ა.შ. „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, მოგვყიდოს ეს პატარა ჯგუფი, თითქოს ეს ხალხი არის ნამდვილი ევროპა. სინამდვილეში, ამ ხალხის ერთადერთი ვიწრო პარტიული ინტერესია, რომ ააყირავოს მთავრობა“, – აცხადებს წულუკიანი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა