კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ალექსეი დანილოვი მიამიტურს უწოდებს განცხადებებს იმის შესახებ, რომ ომი ერთ კვირაში ან მაისში დასრულდება

ნახვები: 665 ალექსეი დანილოვი მიამიტურს უწოდებს განცხადებებს იმის შესახებ, რომ ომი ერთ კვირაში ან მაისში დასრულდება

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი მიამიტურს უწოდებს განცხადებებს იმის შესახებ, რომ ომი მაისში ან ერთ კვირაში დასრულდება. მისი თქმით, რუსეთი არ არის იმდენად სუსტი, როგორც ეს უკრაინელებს სურთ, ფრონტზე შემდგომი სიტუაცია კი დამოკიდებული იქნება დასავლური შეიარაღების მიწოდებაზე.

უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი განცხადებები დანილოვმა „ნოვოიე ვრემიასთან“ ინტერვიუში გააკეთა.

„ის ადამიანები, ვინც ამბობენ, რომ ომი დასრულდება მაისში ან ერთ კვირაში, მიამიტები არიან. ეს არის ძალიან რთული და მრავალკომპონენტიანი პროცესი, ჩვენი პარტნიორების დახმარება იარაღით არის დღეს საკვანძო მომენტი სიტუაციის განსაზღვრისთვის. იმის მიხედვით, თუ რისი მოწოდება და რა ვადებში მოხდება, სასწორი გადაიხრება ხან ერთ და ხან მეორე მხარეს“, – განაცხადა დანილოვმა.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი აღნიშნავს, რომ რუსეთი არ არის ისეთი სუსტი, როგორც უკრაინელებს სურთ, თუმცა ახლა ფრონტზე შესაძლებელი გახდა გარკვეული პარიტეტის მიღწევა.

მისი თქმით, ოკუპანტებს ძალიან უჭირთ წინსვლა, ამიტომ ისინი აამოქმედებენ თავიანთ წყალქვეშა ნავებს, ფლოტს და სხვა სამხედრო კომპონენტებს.

„თუმცა, აღვნიშნავ, რაც შეეხება თვითმფრინავებს, სტრატეგიულ ავიაციას, ჩვენი ტერიტორიის ძალიან ძლიერი შთამბეჭდავი შესაძლებლობების მქონე რაკეტებით დაბომბვას, ეს ყველაფერი ჩვენზე ყოველდღიურად განაგრძობს მუშაობას“, – აღნიშნა დანილოვმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა