ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

საქართველოში სასამართლოს რეფორმა უნდა დაჩქარდეს, ევროკომისია ამას გაითვალისწინებს-ბორელი

ნახვები: 454 საქართველოში სასამართლოს რეფორმა უნდა დაჩქარდეს, ევროკომისია ამას გაითვალისწინებს-ბორელი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ღარიბაშვილთან შეხვედრისას ქვეყნის ევროკავშირის წევრობის განაცხადი განიხილა და საქართველოს რეფორმების დაჩქარებისკენ მოუწოდა.

ბორელის თქმით, ეს საქართველოსთვის შესაძლებლობის ფანჯარაა და ხელისუფლებამ უნდა დააჩქაროს რეფორმები, განსაკუთრებით მართლმსაჯულების სფეროში და თავი აარიდოს ყველანაირ პოლიტიკურ პოლარიზაციას.

ბორელი აცხადებს, რომ რეფორმების საკითხი უმთავრესია, რასაც ევროკომისია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარზე შეფასების მომზადებისას განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს.

„ასევე განვიხილეთ ევროკავშირის წევრობის მოთხოვნასთან დაკავშირებული პერსპექტივები და ის შეფასება, რასაც ევროკომისია მომდევნო კვირებში მოამზადებს. მასთან ერთად განვიხილე, რომ ესაა შესაძლებლობების ფანჯარა და ეს ის დროა, როცა რეფორმები უნდა დაჩქარდეს, და არიდებული იყოს ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური პოლარიზაცია. უნდა გაგრძელდეს რეფორმების განხორციელება, განსაკუთრებით სამართლის მიმართულებით, რადგან ევროკომისია საქართველოს განაცხადზე შეფასების მომზადებისას ამ საკითხებს გაითვალისწინებს.

ამიტომ ახლაა კარგი მომენტი, რომ დაჩქარდეს რეფორმები, სასამართლო რეფორმა ჩვენთვის უმთავრესია ყველა რეფორმას შორის. ევროკავშირი არის პოლიტიკური სისტემა, რომელიც კანონის უზენაესობაზე, დამოუკიდებელ სასამართლოზეა დაფუძნებული, რომელიც სრულადაა ანგარიშვალდებული და მას ენდობიან მოქალაქეები. ჩვენ ამას ყველა კანდიდატისგან მოვითხოვთ", - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. 

გარდა ამისა ბორელმა განაცხადა, რომ ღარიბაშვილთან მან რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე და მისგან თავის არიდების პრევენციის გზებზე ისაუბრა. ევროკავშირის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ დიალოგი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებსაც შეეხებოდა. მისი თქმით, ევროკავშირი გმობს არალეგალურ რეფერენდუმს რომლის ჩატარებაც ცხინვალში იგეგმება და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა