კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გასცა ბრძანება, შეენარჩუნებინათ გარნიზონის სამხედროების სოცოცხლე და შეჩერებულიყო ქალაქის დაცვა

ნახვები: 623 უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გასცა ბრძანება, შეენარჩუნებინათ გარნიზონის სამხედროების სოცოცხლე და შეჩერებულიყო ქალაქის დაცვა

უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გასცა ბრძანება, შეენარჩუნებინათ გარნიზონის სამხედროების სოცოცხლე და შეჩერებულიყო ქალაქის დაცვა, – ამის შესახებ განცხადებას ლეგიონ „აზოვის“ მეთაური დენის პროკოპენკო ავრცელებს. 

პროკოპენკომ ასევე ისაუბრა იმ ძირითად ამოცანებზე, რომელთა მიღწევასაც მარიუპოლის დამცველები ცდილობდნენ.

„მარიუპოლის დაცვის 86-ე დღე. უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გასცა ბრძანება, შეენარჩუნებინათ გარნიზონის სამხედრო მოსამსახურეების სოცოცხლე, ჯანმრთელობა და შეჩერებულიყო ქალაქის დაცვა. მძიმე ბრძოლების, ყოვლისმომცველი თავდაცვისა და მარაგების ნაკლებობის მიუხედავად, ჩვენ მუდმივად აღვნიშნავდით ჩვენთვის სამ ყველაზე მნიშვნელოვან პირობას, ესენია: მშვიდობიანი მოქალაქეები, დაჭრილები და დაღუპულები. ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობიანი მოსახლეების ევაკუაცია. მძიმედ დაჭრილებმა მიიღეს საჭირო დახმარება და მოხერხდა მათი ევაკუაცია შემდგომი გაცვლითა და უკრაინის ტერიტორიაზე გადაყვანით. რაც შეეხება დაღუპულ გმირებს – პროცესი გრძელდება. იმედი მაქვს, ახლო მომავალში ახლობლები და მთელი უკრაინა თავიანთი ჯარისკაცების პატივით დაკრძალვას შეძლებენ. დიდება უკრაინას“, – აღნიშნა დენის პროკოპენკომ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა