კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთის დასავლეთ საზღვრებთან სამხედრო საფრთხეების გაზრდის ნაწილია, კრემლი ადეკვატურ საპასუხო ზომებს იღებს-სერგეი შოიგუ

ნახვები: 592 ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთის დასავლეთ საზღვრებთან სამხედრო საფრთხეების გაზრდის ნაწილია, კრემლი ადეკვატურ საპასუხო ზომებს იღებს-სერგეი შოიგუ

ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთის დასავლეთ საზღვრებთან სამხედრო საფრთხეების გაზრდის ნაწილია და კრემლი ადეკვატურ საპასუხო ზომებს იღებს, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მისი თქმით, ბოლო წლებში შეერთებულმა შტატებმა გააძლიერა სტრატეგიული ტიპის ბომბდამშენების ფრენები, ბალტიის ზღვაში სამხედრო ხომალდები გაგზავნა და ნატო-ს პარტნიორებთან ერთად რეგიონში წვრთნები უფრო ინტენსიური გახადა.

შოიგუს განცხადებით, რუსეთი პასუხს გასცემს დასავლეთ სამხედრო ოლქში 12 ქვედანაყოფისა და დივიზიის ჩამოყალიბებით და კრემლი მუშაობს თავისი ჯარების საბრძოლო სიძლიერების გაუმჯობესებაზე.

„დასავლეთ სამხედრო ოლქის პასუხისმგებლობის ზონაში დაძაბულობა კვლავ იზრდება. ჩვენ ვიღებთ ადეკვატურ საპასუხო ზომებს“, – განაცხადა შოიგუმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა