ზელენსკი: რუსეთში ვიზიტის შემდეგ ამერიკულმა დელეგაციამ მნიშვნელოვანი შედეგი ჩამოიტანა
დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე პენიტენციური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელებსა და ხუთ პატიმარს ბრალდება წარუდგინეს
მეუფე გიორგი ჯამდელიანი ლაშა ნაცვლიშვილს: საჯაროდ მოიხადეთ ბოდიში და მეუფე იობის წინაშე შენდობა ითხოვეთ
ელენე ხოშტარია: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების ომში ჩასართავად რეკლამებს ავრცელებს, ხელისუფლება კი დუმს
ხვიჩა კვარაცხელია მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდასხმაზე: ლაჩრულად, ზურგიდან მიპარვით შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას — ქართველებთან ეს არასდროს გამოუვათ
პროკურორი დავით ფეიქრიშვილის განცხადებაზე: ტელეფონები დალუქული იყო, პროკურორს მათთან შეხება არ ჰქონია
საერთო ისტორია და კულტურული კავშირები: ექსპერტებმა ქართულ-რუსული ურთიერთობები განიხილეს
ევა გოცირიძე „ქართულ ოცნებას“: თუ ოპოზიციური პარტიები ისედაც მილევად რეჟიმში არიან, რაში გვჭირდება მათი აკრძალვა?

ომში ნამდვილად ბრძოლით მოვიპოვებთ გამარჯვებას, თუმცა დასასრული დიპლომატიური იქნება-ზელენსკი

ნახვები: 726 ომში ნამდვილად ბრძოლით მოვიპოვებთ გამარჯვებას, თუმცა დასასრული დიპლომატიური იქნება-ზელენსკი

ომში ნამდვილად ბრძოლით მოვიპოვებთ გამარჯვებას, თუმცა დასასრული დიპლომატიური იქნება, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ინაუგურაციის მესამე წლისთავთან დაკავშირებით, მედიასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია, მაგრამ ჩვენ უნდა დავასრულოთ. დღეს შემიძლია, გავიმეორო ეს სიტყვები, მაგრამ მნიშვნელობა სხვა აქვს. მე მართლა მეგონა, რომ დასრულება დიალოგით იყო შესაძლებელი. ვფიქრობდი, რომ ეს იქნებოდა დიალოგი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი ტერმინი, რომ ამ დიალოგში შესაძლებელი იქნებოდა ბევრ კითხვასა და გადაწყვეტილებაზე რუსეთის მხრიდან პასუხის პოვნა. ეს ახლა ავტომობილს ჰგავს, არა ელექტრომანქანას, არამედ ჰიბრიდს. ამიტომაც არის ომი ასეთი რთული. გამარჯვებაც რთული იქნება. ის იქნება სისხლიანი, თუმცა ბრძოლით მოპოვებული, დასასრული კი ნამდვილად დიპლომატიაში იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კითხვაზე, რატომ დარჩა მის გუნდში იმ ადამიანთა მცირე რაოდენობა, რომლებთან ერთადაც დაიწყო პოლიტიკური გზა, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პოლიტიკა და ასევე ომი ყველა ადამიანზე განსხვავებულად მოქმედებს და მის გუნდში მხოლოდ ყველაზე სანდო ადამიანები დარჩნენ.

„პოლიტიკა ცვლის ადამიანებს და მე არ მინდა, გამოვიყენო ბანალური სიტყვა „ნეპოტიზმი“, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ნამდვილად ვფიქრობ, რომ პოლიტიკაში არც ძალიან შენიანები არიან და არც ძალიან უცხოები, რადგან პოლიტიკა ცვლის ვითარებას და უნდა ირბინო. ომმაც შეცვალა, თუმცა ყველა არ გაიქცა. ვიღაც სხვა მიმართულებით გაიქცა, ვიღაც კი, საზღვარგარეთ გაიქცა და შეიძლება, ახლაც გარბის, მაგრამ ეს ის ხალხია, ვინც პირველ რიგში, საკუთარ თავს გაურბის და არა უკრაინას, ამაში დარწმუნებული ვარ. რჩებიან სანდოები ან ყველაზე სანდოები. ზოგმა გამაკვირვა კიდეც, ვინც დავრჩით, ერთმანეთის გვერდში დგომისთვის დავრჩით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა