ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

იუსტიციის მინისტრი „სინოფარმის" ვაქცინით აიცრა

ნახვები: 336 იუსტიციის მინისტრი „სინოფარმის" ვაქცინით აიცრა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, მინისტრის მოადგილე აკაკი საღინაშვილთან და სამინისტროს სისტემის თანამშრომლებთან ერთად, „სინოფარმის" ვაქცინიით აიცრა. ვაქცინაციის შესაძლებლობა სამინისტროს იმ სამსახურების თანამშრომლებს მიეცათ, რომელთა საქმიანობა სერვისების მიწოდებას უკავშირდება და რომელთაც, სამუშაოს ამ სპეციფიკიდან გამოდინარე, ყოველდღიურად ასეულობით მოქალაქესთან აქვთ კონტაქტი. მათ რიცხვში არიან იუსტიციის სახლის, აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც „სინოფარმით" აცრის სურვილი თვითონ გამოთქვეს.

ვაქცინა, ერთი მხრივ, იუსტიციის სახლისა და აღსრულების ბიუროს თანამშრომლებს დაიცავს კოვიდ 19-ისაგან, მეორე მხრივ კი, ამ უწყებების სერვისებს მოქალაქეებისათვის კიდევ უფრო უსაფრთხოს გახდის - იუსტიციის სახლსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში მისულ მომხმარებლებს მომსახურებას ვაქცინირებული თანამშრომლები გაუწევენ და ვირუსით დაინფიცირების საფრთხე მინიმუმამდე შემცირდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით.

ვაქცინაცია ჩაუტარდათ სპეციალური პენიტენციური სამსახურის როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოს რეგიონში მომსახურე თანამშრომლებს.

აღსანიშნავია, რომ სისტემა, წელიწადზე მეტია, ეფექტურად ებრძვის კორონავირუსის გავრცელებას მსჯავრდებულებში. სწორედ ამის შედეგია ის ფაქტი, რომ ბოლოს ჩატარებული ინტენსიური PCR ტესტირების ფარგლებში საქართველოს ციხეებში ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა და ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა