ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ბორელი - ევროკავშირმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ უსაფრთხოებაზე

ნახვები: 574 ბორელი - ევროკავშირმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ უსაფრთხოებაზე

უსაფრთხოების ახალი გარემო აჩვენებს, რომ ევროკავშირმა უნდა აიღოს მეტი პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი საკუთარ ბლოგზე წერს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, ევროპული უსაფრთხოების გასაძლიერებლად საჭიროა თანამედროვე და თავსებადი ევროპული შეიარაღებული ძალები, რომელიც ცდილობს შესაძლებლობებისა და ძალების გაფართოებას.

ჟოზეფ ბორელის განცხადებით, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შედეგად, მარაგები ამოიწურა, რაც ევროპული დეფიციტის ყველაზე აშკარა მაგალითია.

„რუსეთის სასტიკმა თავდასხმამ უკრაინაზე ომი დააბრუნა ევროპულ მიწაზე. ომში ჩართული სამხედრო აქტივების რაოდენობით, მისი ადამიანური ხარჯებითა და გლობალური შედეგებით, ის წარმოადგენს ევროპის უსაფრთხოების ლანდშაფტის ტექტონიკურ ცვლილებას. ევროკავშირმა სწრაფად და მკვეთრად მოახდინა რეაგირება უკრაინისთვის პოლიტიკური, ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების შეთავაზებით. ახლა აშკარაა, რომ ევროპას საფრთხე ემუქრება, როგორც ომის დაწყებამდე ვაცხადებდით, როდესაც წარმოვადგენდით სტრატეგიულ კომპასს, რომელიც შემდეგ დაამტკიცა საბჭომ და გვთავაზობს რეალური ცვლილების გეგმას უფრო ძლიერი და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკისთვის“, – წერს ბორელი საკუთარ ბლოგზე.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა