თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ირაკლი კობახიძე - ბრიუსელის კვლევითმა ორგანიზაციამ მოამზადა დასკვნა, რომლის ერთ-ერთი ავტორი არის ელენე ხოშტარია

ნახვები: 564 ირაკლი კობახიძე - ბრიუსელის კვლევითმა ორგანიზაციამ მოამზადა დასკვნა, რომლის ერთ-ერთი ავტორი არის ელენე ხოშტარია

ბრიუსელის კვლევითმა ორგანიზაციამ მოამზადა დასკვნა, რომლის ერთ-ერთი ავტორი არის ელენე ხოშტარია, რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი რადიკალი, როგორ შეიძლება, ამ დასკვნაში რაიმე სიტყვას ვენდოთ, აქ არის უამრავი ფეიკი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომელმაც ბრიუსელის კვლევითი ორგანიზაციის, CEPS-ის მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არ სჭირდება ფეიკზე დაფუძნებული აღქმები და აღნიშნა, რომ საჭიროა ფაქტებისა და არგუმენტების ქონა.

„ამ კვლევას იგივე ორგანიზაციის კვლევა უძღოდა წინ, სადაც ქულებით არის შეფასებული საქართველო, უკრაინა და მოლდოვა და იგივე ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, რომელიც შარშან მომზადდა, საქართველო ყველა ქულით, ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას. წელს, იგივე ორგანიზაციამ მოამზადა დასკვნა, რომლის ერთ-ერთი ავტორი არის ელენე ხოშტარია. არც მეტი, არც ნაკლები. რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი რადიკალი. როგორ შეიძლება, რაიმე სიტყვას ვენდოთ ამ დასკვნაში ამის შემდეგ. აქ არის უამრავი ფეიკი და კონკრეტულად, მთავარი ფეიკი უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს. აქაც არის უმარტივესი ფეიკი. როგორ უნდა დაარწმუნო ვიღაც იმაში, რაც არ არსებობს. ბიძინა ივანიშვილი რომ არ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, ეს როგორ უნდა დაამტკიცო. ჩართული რომ იყოს, დაამტკიცებდი. ასეთ აბსურდში არიან შესული ეს ადამიანები, ამიტომ ვითხოვთ ჩვენ არა აღქმებს, არამედ ფაქტებსა და არგუმენტებს. ფეიკები ვრცელდება რადიკალების მხრიდან, ელენე ხოშტარიას მხრიდან, რომელიც არის დასკვნის ერთ-ერთი ავტორი. ჩვენ არ გვჭირდება ფეიკზე დაფუძნებული აღქმები. გვჭირდება ფაქტები და არგუმენტები. მათ ჰყავთ რამდენიმე, ხუთი-ექვსი ლობისტი ევროპარლამენტარი, ყველამ იცის მათი სახელი, გვარი და მათი ფეიკები.

ამასთან, დღეს თქვით, რომ ბიძინა ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი. ეს ფეიკია. 10 წელია, მას საერთოდ არავითარი კავშირი და შეხება არ ჰქონია რუსეთთან. არც ბიზნესის, არც პოლიტიკის და არაფრის კუთხით. ბიძინა ივანიშვილი იყო იმ პოლიტიკური ძალის დამფუძნებელი, რომელმაც საქართველოდან გაისტუმრა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში რუსულ საქმეს აკეთებდა. თქვენ ხომ იცით, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩააბარა რუსეთს ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი. როგორ ჩააბარა, ამას წინ რა უძღოდა, მანამდე საზღვრები აღადგინა სამხრეთ ოსეთის,  2005 წელს გააკეთა. ფაქტებს გეუბნებით. ხელახლა შემოხაზეს სამხრეთ ოსეთის ოლქის საზღვრები, რომელიც იყო გამსახურდიას ხელისუფლების დროს გაუქმებული. ჩაატარეს ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნები, ზემო აფხაზეთი დაარქვეს კოდორის ხეობას და ასე შემდეგ. წლები ამზადებდნენ საფუძველს, რომ რუსეთს წაეღო საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი, გაატანეს რუსეთის ფედერაციას.

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური ძალის შედეგები არის ის, რომ ჩვენ აღარ დაგვიკარგავს ტერიტორიები. რაც შეეხება დასავლურ ინტეგრაციას, სრულიად შეფერხებული იყო 2008-დან 2012 წლამდე, ეს პროცესი აღდგა და ის, რომ საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, მიიღო ვიზალიბერალიზაცია, ხელი მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ნატო-სთან უპრეცედენტო თანამშრომლობა, ეს არის ჩვენი ხელისუფლების შედეგები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა