კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„სააკაშვილს ყველა გეგმა ჩაეფუშა“ - დავით მათიკაშვილი გიორგი ბოტკოველს სიცრუეში ამხელს

ნახვები: 280 „სააკაშვილს ყველა გეგმა ჩაეფუშა“ - დავით მათიკაშვილი გიორგი ბოტკოველს სიცრუეში ამხელს

„ფანტაზიებში გავდივართ და ვიწრო პარტიული ინტერესების გასაღება გვინდა ქვეყნის ინტერესებად. ამაზე მეტყველებს ბოტკოველის კიდევ ერთი სიცრუე," - განაცხადა დღეს, 7 მაისს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადების კომენტირებისას.

ცნობისთვის: ბოტკოველმა განაცხადა, რომ მელია მზად არის, ევროკავშირის გირაოს დასთანხმდეს.

მათიკაშვილის თქმით, ვერცერთი პროვოკაციული გზით ვერ შეძლო „ნაციონალურმა მოძრაობამ" წარმატების მიღწევა.

"ფაქტია, რომ საკუთარი თავი „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა და ფორმალურმა ლიდერმა ჩიხში შეიყვანა. უკვე მერამდენედ იცვლის ეს ადამიანი თავის განწყობას და პოზიციას, შეგვიძლია დავითვალოთ. დღეს ვისმენთ განცხადებას რომ გულმოწყალედ დათანხმდა ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს. ამის მიუხედავად, „ნაციონალურ მოძრაობას" სახის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება. ეს დასტურია, რასაც ამდენი ხანი „ქართული ოცნება" და საერთაშორისო საზოგადოება ერთხმად ამბობდა, რომ არაფრის გამო ხდებოდა პრობლემის შექმნა, ანუ იყო პროვოკაცია - დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი, ვერც ერთი პროვოკაცოული გზით ვერ შეძლო „ნაციონალურმა მოძრაობამ" წარმატების მიღწევა და ამის დასტურია ის პოზიცია, რომელოც აქვს ნიკანორ მელიას. ფაქტია, სააკაშვილს ყველა გეგმა ჩაეფუშა საქართველოში, რაც დესტრუქციას და დესტაბილიზაციას გულისხმობდა. ისინი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის ქვეშ იძულებულნი გახდნენ, დათანხმებოდნენ იმ გარემოებას, რაც საზოგადოებისთვის კარგად იყო ცნობილი", - განაცხადა მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ეს შემოთავაზება ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის იქნება სასარგებლო.

„ფანტაზიებში გავდივართ და ვიწროპარტიული ინტერესების გასაღება გვინდა ქვეყნის ინტერესებად. ამაზე მეტყველებს ბოტკოველის კიდევ ერთი სიცრუე, რაც თქვა. ეს არის ევროკავშირის მიერ შემოთავაზება, რაც ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის იქნებოდა სასარგებლო,"- განაცხადა მათიკაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა