კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ოპოზიციას ზნე არ შეუცვლია და როგორც იქცეოდა ვიზალიბერალიზაციაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ისე იქცევა ახლაც - მიხეილ სარჯველაძე

ნახვები: 436 ოპოზიციას ზნე არ შეუცვლია და როგორც იქცეოდა ვიზალიბერალიზაციაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ისე იქცევა ახლაც - მიხეილ სარჯველაძე

ოპოზიციას ზნე არ შეუცვლია და როგორც იქცეოდა ვიზალიბერალიზაციაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ისე იქცევა ახლაც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია შეჩვეულია, რომ მისთვის პოლიტიკურად მოგებიანი არ არის, ხელისუფლებას წარმატება ჰქონდეს, რის გამოც, სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები იმეტებენ და სწირავენ სახელმწიფოს ინტერესსაც.

„რამდენიმე წლის წინ თვალს ვადევნებდით თვალს, მაგალითად, ასოცირების, ვიზალიბერალიზაციის პროცესს, გამოაშკარავდა ცალკეული ოპოზიციური აქტივისტებისა, თუ მოღვაწეების ქმედებებით, რომლებიც მიმართული იყო დესტრუქციისკენ, რომ ხელი შეეშალათ საქართველოსთვის ამ პროცესისთვის მარტო იმიტომ, რომ ეს რაღაცნაირად მოსახლეობაში არ აღქმულიყო როგორც ამ ხელისუფლების მიერ მოპოვებული გარკვეული შედეგი. ისინი იმეილებს აგზავნიდნენ, ყველამ ვიცით და ხელმეორედ აფიშირება საჭირო არ არის.

სამწუხაროდ, ზნე ოპოზიციას დღემდე არ შეუცვლია. შესაბამისად, ასეთი ქმედებები გრძელდება და თვალს ვადევნებთ ცალკეული ევროპარლამენტარების, მათი გარკვეული ჯგუფის მხრიდან ისეთი განცხადებების კეთებას, რომლებიც აშკარად უნდა ეფუძნებოდეს საღ აზრს. ერთადერთი წყარო ეს გახლავთ ალბათ, მიკერძოებული ოპოზიციონერების მხრიდან ინფორმაციის ცალმხრივად, მიკერძოებულად, მცდარად მიწოდება. შესაბამისად, ასეთ მცდარად მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გვესმის ევროპარლამენტართა მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომლებიც ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს. ერთადერთი, ამის ახსნა შეიძლება, იყოს ის, რომ ოპოზიციას ზნე არ შეუცვლია და როგორც იქცეოდა ვიზალიბერალიზაციაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ისე იქცევა ახლაც. ჩვენი ეს სკეპტიციზმი არის გონივრულ და ფაქტობრივ განსჯაზე დამოკიდებული.

ოპოზიცია შეჩვეულია იმაში, რომ მათთვის პოლიტიკურად მოგებიანი არ არის, ხელისუფლებას ჰქონდეს წარმატება. ამისთვის ისინი იმეტებენ და სწირავენ სახელმწიფოს ინტერესსაც. ასე რომ არ იყოს, მათ ქმედებებში მათ შორის შიდასახელმწიფოებრივ რიტორიკასა და კომუნიკაციაშიც შესამჩნევი იქნებოდა, რომ ისინი ამაზე მაღლა დგანან. ეს არის ზოგადი ტენდენცია, ვინ აქტიურად მონაწილეობს და ვინ ნაკლებად, ეს მათ ნამუსზე იყოს, თითოეულ ოპოზიციონერზე, რომელიც მიდის და შესაბამისად აყალბებს ან არ აყალბებს მონაცემებს, რომლებსაც აწვდის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა