კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დედაქალაქის მსგავსად, რამდენიმე სამართალდარღვევას მუნიციპალიტეტი დაადგენს და ჯარიმას სასამართლოს გარეშე გამოწერს

ნახვები: 440 დედაქალაქის მსგავსად, რამდენიმე სამართალდარღვევას მუნიციპალიტეტი დაადგენს და ჯარიმას სასამართლოს გარეშე გამოწერს

დედაქალაქის მსგავსად, რამდენიმე სამართალდარღვევას თავად მუნიციპალიტეტი დაადგენს და ჯარიმას სასამართლოს გარეშე თავად გამოწერს.

შესაბამისი ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

დღეს მოქმედი კანონით, თბილისის გარდა, სამართალდარღვევის ოქმებს ადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტი, ხოლო ადმინისტრაციულ სახდელს უფარდებს სასამართლო.

ცვლილებებით, დროის დაზოგვის მიზნით, თბილისის მსგავსად, სასამართლოს კომპონენტი აღარ იქნება გამოყენებული და ჯარიმას თავად მუნიციპალიტეტი გამოწერს. ცვლილებები ეხება ისეთ სამართალდარღვევებს, როგორიცაა – სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა; ასევე დღის ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება; ასევე ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენება; ასევე კონსტრუქციების ან სამშენებლო მასალების დაყრა; ასევე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა და შესაბამისი ნებართვის გარეშე გარე რეკლამის განთავსება.

„მუნიციპალიტეტმა თავისი უფლებამოსილება რომ განახორციელოს სრულყოფილად და მოსახლეობაშიც ამაღლდეს მუნიციპალიტეტის მიმართ ნდობა, მიზანშეწონილია, რომ იგი თავისი კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებულ ქმედებებში იყოს დამოუკიდებელი. წარმოდგენილი იდეის ძირითადი საფუძველიც სწორედ არის ის, რომ მუნიციპალიტეტმა მისი კომპეტენცია განახორციელოს ყოველგვარი ბარიერის და დროში გაჭიანურების გარეშე. იმისათვის რომ განხორციელდეს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით დაქვემდებარებული მუხლების სრულად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას დაქვემდებარება, მიზანშეწონილია განხორციელდეს აღნიშნული კანონპროქტით გათვალისწინებული ცვლილებები“, – განმარტავს ფრაქცია.

ცვლილებების ინიციატორები დეპუტატები ირაკლი ზარქუა, მაია ბითაძე, ვიქტორ ჯაფარიძე, ალექსანდრე დალაქიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, ედიშერ თოლორაია, ბექა დავითულიანი, რიმა ბერაძე და სოზარ სუბარი არიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა