სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

პრემიერს შვეიცარიაში ექნება შეხვედრები სხვადასხვა ევროპელ ლიდერებთან, სადაც განიხილება ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, საკითხები, რომელიც ეხება საქართველოს კითხვარის შევსებას - ილია დარჩიაშვილი

ნახვები: 523 პრემიერს შვეიცარიაში ექნება შეხვედრები სხვადასხვა ევროპელ ლიდერებთან, სადაც განიხილება ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, საკითხები, რომელიც ეხება საქართველოს კითხვარის შევსებას - ილია დარჩიაშვილი

დღეს დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის 3-დღიანი სამუშაო ვიზიტი შვეიცარიაში, დავოსში. რა თქმა უნდა, ვიზიტის შინაარსობრივი ნაწილი არის, ერთის მხრივ, ეკონომიკური კომპონენტი, ხოლო მეორე ნაწილი, ეს არის – პოლიტიკური, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დავოსში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკურ ნაწილში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს პირველი შეხვედრა ჰქონდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან და საკითხი ძირითადად შეეხებოდა, პოსტ-პანდემიურ პერიოდს, საქართველოს ეკონომიკის გაძლიერების შესაძლებლობების გამონახვას.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. ასევე, პრემიერ-მინისტრს ექნება შეხვედრები სხვადასხვა მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან. მათთან ერთად იქნება განხილული ის შესაძლებლობები, რომელსაც ჩვენი ქვეყანა სთავაზობს უცხოურ კომპანიებს, ხოლო მეორეს მხრივ, პოლიტიკურ ნაწილში, პრემიერს ექნება შეხვედრები სხვადასხვა ევროპელ ლიდერებთან, სადაც განხილული იქნება საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ის საკითხები, რომელიც ეხება საქართველოს კითხვარის შევსების საკითხს და ჩვენს მომავალ ევროპულ ინტეგრაციას“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა