ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხზე ხვალ საპარლამენტო დებატები გაიმართება

ნახვები: 545 საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხზე ხვალ საპარლამენტო დებატები გაიმართება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ხვალ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხზე საპარლამენტო დებატები გაიმართება. მისივე თქმით, დებატები სავარაუდოდ ხუთი საათისთვის დაიწყება და ოთხი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

ამავდროულად, შალვა პაპუაშვილმა მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგზე ისაუბრა.

„გვექნება საკმაოდ დატვირთული კვირა. მოთხოვნილი არის საპარლამენტო დებატები. გარდა ამისა, იქნება მინისტრის საათი და ინტერპელაცია. ამიტომ გთავაზობთ შემდეგ განრიგს: ხვალ, 24 მაისს დაიწყება სხდომა პოლიტიკური განცხადებებით. როგორც წესი, 2-3 საათი გრძელდება ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ რეგლამენტით ერთი საათი არის გამოყოფილი. ამის შემდეგ დაიწყება კანონპროექტების განხილვა და როგორც მოგახსენებთ, 30 დეპუტატის ხელმოწერით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 93 მუხლის თანახმად მოთხოვნილი არის დებატები საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხზე. უნდა გაიმართოს მაისის თვეშივე, მიმდინარე კვირას არის ბოლო სასესიო კვირა მაისში და ხვალვე, კანონპროექტების განხილვის შემდეგ, სავარაუდოდ ხუთი საათისთვის ალბათ შეგვიძლია, დავიწყოთ ეს დებატები. რეგლამენტის მიხედვით, მაქსიმუმ ოთხი საათი გამოდის, თუკი გადავანაწილებთ დროებს ფრაქციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებზე. მაქსიმალურად ყველა თუ ისარგებლებს გამოყოფილი დროით, ოთხი საათი უწევს პოლიტიკურ დებატებს. ასე რომ, ცხრა საათისთვის მოვრჩებით.

ოთხშაბათს გვიწევს დაჩქარებული კანონპროექტების განხილვა. 12:00 საათზე, სხდომის გახსნისას გვექნება პროექტების განხილვა, კენჭისყრა, შემდეგ შესვენება უნდა გამოვაცხადოთ, ჩატარდეს კომიტეტები, შემდეგ კვლავ გაიხსნება, განვიხილავთ მესამე მოსმენით და ოთხშაბათსვე გვაქვს ინფრასტრუქტურის მინისტრის საათი. ხუთშაბათი დასვენებაა და პარასკევს ინტერპელაცია უწევს. ხვალ 12:00 საათიდან სამ საათამდე იქნება დაახლოებით პოლიტიკური განცხადებები, შემდეგ სამიდან ხუთ საათამდე კანონპროექტების განხილვა და კენჭისყრა. ხუთიდან ცხრა საათამდე დებატები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, 27 მაისს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ პრემიერ-მინისტრსა და რამდენიმე მინისტრს.

„პარასკევს, 27 მაისს არის ინტერპელაცია და ოთხი ინტერპელაციაა შემოსული. თითო ინტერპელაციაზე გამოდის მაქსიმუმ 2 საათი და 45 წუთი. 12:00 საათზე დავიწყებთ. პირველი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც ინტერპელაციით მიმართა ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ . საკითხი შეეხება როგორ მომზადდა ევროკავშირის კითხვარი და ასე შემდეგ. ხუთი კითხვა არის. შემდეგ სამ საათზე იქნება პრემიერის ინტერპელაცია.

პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის კითხვა შეეხება საერთაშორისო სანქციებს და რა ზომებია გატარებული, რათა არ მოხდეს გვერდის ავლა.

შემდეგ, 17:45 საათიდან დაახლოებით რვისნახევრამდე იქნება ეკონომიკის მინისტრის ინტერპელაცია. აქაც მიმართა „ქართულმა ოცნებამ“ და კითხვა შეეხება მსოფლიოში ბოლოს განვითარებული მოვლენები  რა გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე და რა მოლოდინები არის მთავრობაში ამასთან დაკავშირებით. რვისნახევრიდან დაახლოებით ათ საათამდე იქნება იუსტიციის მინისტრი. ეს გახლავთ მარტში დაყენებული ინტერპელაცია და უწევს ახლა, მაისში, ვინაიდან მაშინ ვადები დარღვეული იყო. კითხვა შეეხება, რა ღონისძიება ტარდება პენიტენციურ სამსახურში ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების უფლებების დაცვის კუთხით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა