თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

შალვა პაპუაშვილი - „ქართული ოცნება“ დგას ევროინტეგრაციის მხარეს

ნახვები: 418 შალვა პაპუაშვილი - „ქართული ოცნება“ დგას ევროინტეგრაციის მხარეს

საზოგადოება და „ქართული ოცნება“ დგას ევროინტეგრაციის მხარეს, რაც შეეხება რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას, ისინი ფაცი-ფუცით არიან დაკავებული, ასევე ჩვენ ვხედავთ მიზანმიმართულ საქმიანობას რათა ჩაშალონ კანდიდატის სტატუსის მონიჭება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირში ინტეგრაციის დიკურსში ყველაზე აბსურდი არის ის, რომ ამაზე საუბრობენ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, რომელსაც თითი თითზე არ დუდიათ ინტეგრაციისთვის.

„ქართული ოცნება“ არის ის პარტია, რომელმაც ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას. ახლა უნდათ იმის თქმა, თითქოს ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შეთანხმებული. არაფერი არ იყო საერთოდ შეთანხმებული. „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ყოფილიყო ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა გადაიდებოდა კიდევ წლები. ჰკითხეთ ნებისმიერი ადამიანს, ვინც ჩართული იყო წლები ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკების პროცესში. სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება, მათ შორის რეგულაციების მიმართ, იყო შემაფერხებელი ასოცირების შეთანხმების დადებისა. „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან 2 წელიწადში ეს შეთანხმება ტექსტუალურად შეთანხმება ევროკავშირთან და ხელი მოაწერა. 2020 წელს, როდესაც ჩვენ საარჩევნო პროგრამის მთავარ მიზნად გამოვაცხადეთ განაცხადის გაკეთება ევროკავშირის წევრობაზე, სხვა პარტიები ამას ცინიკურად ეკიდებოდნენ, რომ ამ პერსპექტივაზე ფიქრიც კი არ უნდოდათ. დღეს ამ პარტიებს უნდათ თავი წარმოადგინონ, თითქოს არიან მოწინავე ამ კუთხით. ეს არის ჩვეულებრივი აქციონიზმიფაცი-ფუცი, თითქოს საკუთარი ხმამაღალი განცხადებებით აჩვენებენ ქართულ საზოგადოებას, რომ ისინი არიან ევროპულები.

ჩვენ ვიცით, რომ ქართული საზოგადოება, სწორადაც რომ მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. სწორედ ამ საზოგადოებამ „ქართულ ოცნებას“ მისცა ხელისუფლების მანდატი, ეს მეტყველებს ყველაფერზე, რომ საზოგადოება და „ქართული ოცნება“ დგას ევროინტეგრაციის მხარეს. რაც შეეხება რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას, ისინი ფაცი-ფუცით არიან დაკავებული, ასევე ჩვენ ვხედავთ მიზანმიმართულ საქმიანობას, რათა ჩაშალონ კანდიდატის სტატუსის მონიჭება. ყველაფერი მეორდება, ეს არის გარკვეული დეჟავუ, მეორდება იგივე, რაც იყო ვიზალიბერალიზაციის დროს. აქაც ნებისმიერ ადამიანს რომ ჰკითხოთ, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული, ყველა გეტყვით, მათ შორის ევროკავშირში შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები, როგორ ცდილობდა მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩაეშალა ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთვის, პირდაპირ მოუწოდებდნენ, არ მიეცათ და დღესაც სწორედ ამით არიან დაკავებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა