კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლავროვის თქმით, რუსეთი ჩინეთთან კავშირს გააძლიერებს

ნახვები: 469 ლავროვის თქმით, რუსეთი ჩინეთთან კავშირს გააძლიერებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთმა დასავლეთზე დამოკიდებულება უნდა შეწყვიტოს და ამის ნაცვლად ჩინეთთან კავშირი გააძლიეროს.

"ახლა, როდესაც დასავლეთმა დიქტატორის პოზიცია დაიკავა, ჩვენი ეკონომიკური კავშირები ჩინეთთან კიდევ უფრო სწრაფად გაიზრდება,” - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლავროვის თქმით, თუ დასავლეთს ურთიერთობების განახლება სურს, მოსკოვი განიხილავს რამდენად სჭირდება ეს ქვეყანას.

"თუ დასავლეთის ქვეყნები გონს მოვლენ და რაიმე ფორმით თანამშრომლობას შემოგვთავაზებენ, ეს უკვე ჩვენი გადასაწყვეტი იქნება,” - თქვა ლავროვმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი უკრაინაში შეჭრას ომს არ უწოდებენ და მას "სპეციალურ სამხედრო ოპერაციად" მოიხსენიებენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა