ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

იმედს ვიტოვებ, საპარლამენტო ტრიბუნას გამოვიყენებთ - თინა ბოკუჩავა

ნახვები: 246 იმედს ვიტოვებ, საპარლამენტო ტრიბუნას გამოვიყენებთ - თინა ბოკუჩავა

,,ვერ ვუგულებელყოფთ იმას, რომ ჩვენი ევროპელი და და დასავლელი პარტნიორების მოლოდინი არის ის, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია შეუერთდება შარლ მიშელის დოკუმენტს, რადგანაც სხვა შემთხვევაში, ის ევრ იფუნქციონირებს სრულფასოვნად. ახლა მნიშვნელოვანია ის, რომ ნიკას გათავისუფლების შემდეგ, კიდევ ერთხელ შედგეს დისკუსია, ამ საკითხთან დაკავშირებით არა მხოლოდ ,,ნაციონალური მოძრაობის" ფარგლებში არამედ, ყველა სხვა პარტიასთან ერთად" - ეს განცხადება ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ გააკეთა, მისი თქმით ამ დროისთვის რთულია რაიმე კონკრეტული პასუხის გაცემა კითხვაზე, მოაწერს თუ არა ხელს პარტია, შარლ მიშელის დოკუმენტზე.

მისივე თქმით, პირადად მისი სურვილი ხელმოწერასთან დაკავშირებით ცალსახაა და მიაჩნია, რომ საპარლამენტო ოპოზიციის და ზოგადად პარლამენტის სრულფასოვნად ფუნქციონირებისთვის, მთავარი ოპოზიციური ძალის პარლამენტში ყოფნა მნიშვნელოვანია.

,,ჩემი სუბიექტური და პერსონალური აზრით, იმედს ვიტოვებ, რომ ამ მოლაპარაკებების შემდეგ ჩვენ გამოვიყენებთ საპარლამენტო ტრიბუნას, რადგანაც ეს აუცილებელია ოპოზიციის სრულფასოვნად მუშობისთვის, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ,,ქართული ოცნება" ცდილობს უკვე შეიტანოს ხარვეზები, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში" - აცხადებს ბოკუჩავა.

შეგახსენებთ, დღეს 8 მაისს, ევროკავშირმა ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელიას გასათავისუფლებლად 40 000 ლარი ჩარიცხა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა